ეს ყველაზე გემრიელი ბლითებია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს.

2204

გიყვართ გემრიელი ბლითები? მაშინ არ დააყოვნოთ – კიდევ ერთი გემრიელი და მომხიბვლელი რეცეპტი გასტონომიისგან!

ტკბილი ბლითები 

ინგრედიენტები:

  • ერბო – 100 გრამი
  • შაქარი – 3 სუფრის კოვზი
  • პურის ფქვილი – 300 გრამი
  • კვერცხი – 7 ცალი
  • ლიმონი – 1/2 ცალი
  • ღორის ქონი – 200 გრამი

მომზადების წესი:

  1. ჩავასხათ ქვაბში ნახევარი ლიტრი ნელთბილი წყალი, 100 გრამი ერბო, ლიმონის გახეხილი კანი და ლიმონის წვენი, ჩავუმატოთ 3 სუფრის კოვზი შაქარი და 300 გრამი ფქვილი, შევდგათ ცეცხლზე და ვურიოთ იმდენს ხანს, სანამ ცომი ადვილად არ მოსცილდება ქვაბს.
  2. შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან, გავაცივოთ და ჩავახალოთ 7 კვერცხის გული. ვურიოთ სწრაფად. შიგვე ჩავუმატოთ 7 კვერცხის მაგრად ათქვეფილი ცილა.
  3. ეს ცომი სპეციალური გასანთლული ქაღალდის ძაბრით ჩავასხათ წინასწარ გამდნარ მდუღარე ღორის ქონში რგოლების სახით და მოხარშვის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.