ეს ფრანგული კლასიკური ბისკვიტი ჟენუაზია. აცხობთ ერთს, ჭრით 3 ფენად

3111

ჟენუაზი არის კლასიკური ფრანგული ბისკვიტი. ის გამოიყენება ბევრი ნამცხვრის და დესერტის მოსამზადებლად. ამბობენ, რომ პირველად მე-19 საუკუნეში დაამზადეს პარიზელმა ცომეულის ოსტატებმა. რომლებმაც ასევე გამოიგონეს უგემრიელესი  ნამცხვარი SAINT ONORE GATEAU. ეს ბისკვიტი შეიძლება ორ ან სამ ფენად გაიჭრას.

ინგრედიენტები:

  • 100 გ ნამცხვრის ფქვილი
  • 100 გ სიმინდის სახამებელი
  • 6 დიდი კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 90 გ კარაქი
  • ოდნავ გამდნარი და გაგრილებული
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

ულუფა: 8-10

მომზადების დრო: 25 წუთი

ცხობა: 20-40 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი: 

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 5).
  2. 23 სმ დიამეტრიან ორ, გვერდებმოსასხმელ საცხობ ყალიბს წაუსვით კარაქი. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  3. ფქვილი და სიმინდის სახამებელი საშუალო ზომის ჯამში გაცერით.
  4. დიდ, ცეცხლგამძლე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ჯამი შემოდგით ორთქლის აბაზანაზე – განიერ ქვაბზე, რომელშიც წყნარად დუღს წყალი (ჯამის ძირი წყალს არ უნდა ეხებოდეს). ურიეთ მუდმივად, სამამ შაქარი სრულიად არ გადნება. როცა ნაზავის ტემპერატურა სპეციალურ თერმომეტრზე მიაღწევს 45 გრადუს, გადმოდგით ცეცხლიდან.
  5. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხი, რომ გასამმაგდეს და ძალიან გასქელდეს.
  6. სამზარეულოს ნიჩბით ნელ-ნელა შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები ცომს.
  7. 2 ფინჯანი ცომი მოათავსეთ პატარა ჯამში და გამდნარი კარაქი და ვანილი დაუმატეთ. ორივე ცომი კარგად შეაზილეთ ერთმანეთს.
  8. სწრაფად იმუშავეთ და კოვზით ჩადეთ საცხობ ყალიბებში. თუ ორ ყალიბს იყენებთ, აცხვეთ 20-30 წუთი, სანამ ბისკვიტი ოქრქოსფერ -ყავისფერს არ მიიღებს. ხის ჩხირი გულში  ჩაურჭეთ, თუ მშრალს და სუფთას ამოიღებთ, ბისკვიტი მზადაა.
  9. გააგრილეთ ნამცხვარი ყალიბში 5 წუთი.
  10. მოხსენით ყალიბს გვერდები, ნამცხვარი ქაღალდიანად ამოიღეთ და შემდეგ მოაცალეთ. ამოაბრუნეთ და კარგად გააგრილეთ.