ეს უბრალო ტორტი კი არა, ნამდვილი ნეტარებაა

4060

გიყვართ შოკოლადი “ბაუნტი”? მაშინ აუცილებლად მოამზადეთ ტორტი, რომლის გემოც ძალიან ჰგავს საყვარელ ტკბილეულს.

ინგრედიენტები

ცომისთვის:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 150 გრ დარბილებული კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • 100 გრ შაქარი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ. კაკაო

“ბაუნტისთვის”:

  • 200 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 6 კვერცხის ცილა

კრემისთვის:

  • 200 გრ კარაქი
  • 5 კვერცხის გული
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ს.კ. კონიაკი
  • ვანილი

მინანქრისთვის:

  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 50 გრ კარაქი

მომზადება

  1. მოამზადეთ ცომი: შეურიეთ კვერცხის გული, შაქარი და კარაქი, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი.
  2. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, დაასხით ცომის 2/3, დანარჩენი შეინახეთ საყინულეში.
  3. მოამზადეთ “ბაუნტი”: ათქვიფეთ კვერცხის ცილა შაქართან, დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი და ფრთხილად მოურიეთ.
  4. წაუსვით “ბაუნტი” ცომს.
  5. გამოიღეთ საყინულედან ცომი და დაახეხეთ “ბაუნტს”.
  6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით.
  7. მოამზადეთ კრემი: გააცხელეთ რძის, კვერცხის გულისა და შაქრის ნაზავი სანამ მასა არ შესქელდება. შემდეგ გააცივეთ.
  8. ათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ კრემს, ბოლოს დაუმატეთ კონიაკი.
  9. წაუსვით ტორტს კრემი და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
  10. ბოლოს მოასხით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!