ეს ვაშლის დესერტი იმდენად მარტივი და გემრიელია, რომ შვილებს თითქმის ყოველ მეორე დღეს ვუმზადებ

2558

ყოველთვის არ გვაქვს დრო და ძალისხმევა იმისათვის რომ გრანდიოზული დესერტები მოვამზადოთ. ეს ტკბილეული იმითაა განსაკუთრებული რომ არ სჭირდება მის მომზადებას დიდი დრო და მომზადების წესიც საკმაოდ მარტივია. მთავარია მხოლოდ თქვენი მონდომება და ტკბილეულისადმი სიყვარული.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი – 0,5 კილო
  • კვერცხი – 4 ცალი
  • კარაქი –  3 ს/კ
  • რძე – 0,5 ჩ/ჭ
  • შაქრის ფხვნილი – 0,5 ჩ/ჭ

მომზადების წესი:

4 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ, თანდათან დავამატოთ 3 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი, დავასხათ მესამედი ჩაის ჭიქა რძე, შაქრის ფქვნილი, დავაყაროთ ფქვილი, ავურიოთ და ნელ-ნელა დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა.

ცომი უნდა გამოვიდეს არაჟნის სისქის.

ვაშლი გავთალოთ, ამოვჭრათ გული და დავჭრათ თხელ რგოლებად 0,5 სანტიმეტრის სისქის, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და ასე გავაჩეროთ ნახევარი საათი. ამის შემდეგ  ავიღოთ ჩანგლით თითოეული ნაჭერი, ამოვავლოთ ცომში და დავალაგოთ ტაფაზე, რომელზეც დასხმული იქნება გაცხელებული ერბო ; ვაშლი შევწვათ ნელ ცეცხლზე, სანამ ორივე მხრიდან არ გავარდისფრდება. შემწვარი ვაშლი ცხიმიანად შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში 5-10 წუთით. როცა მზად იქნება, ვაშლები დავალაგოთ თეფშზე მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. ამ ნამცხვართან ერთად სუფრაზე შეიძლება მივიტანოთ რომელიმე ვაჟინი ან არაჟანი.

მარტივი დესერტიც მზადაა! გაუზიარეთ მისი განსაკუთრებული რეცეპტი თქვენს მეგობრებს!