ელეგანტური ჩიზქეიქი ცხობის გარეშე შედედებული რძით – ზაფხულის განუყოფელი დესერტი!

878

დღეს მე ჩემი საყვარელი დესერტის მომზადებას გასწავლით.

მასში მაქსიმალური რაოდენობა რძის ცილაა და მინიმალური რაოდენობა მავნე ნივთიერებებია.

უკვე 5 წელია, რაც ამ რეცეპტით ვსარგებლოს – შედეგი ყოველ ჯერზე მაოცებს!

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 300გ ფხვიერი ორცხობილა
  • 150გ კარაქი

ინგრედიენტები სუფლესთვის

  • 500გ ყველი მასკარპონე
  • 300მლ ნაღები
  • 200გ შედედებული რძე
  • 25გ ჟელატინი
  • ვანილი

მომზადება

1.დაფხვენით ორცხობილა და დაუმატეთ კარაქი.

2.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასში კარგად დატკეპნეთ ორცხობილა. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.

3.ჟელატინს დაასხით 3/4 ჭიქა წყალი და დაელოდეთ 10 წუთი. შემდეგ გაალღვეთ წყლის აბაზანაზე.

4.მასკარპონეს დაუმატეთ ნაღები, შედედებული რძე და გამღვალი ჟელატინი. ძალიან კარგად მოურიეთ.

5.მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში. შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

შეგიძლიათ შიგთავსად გამოიყენოთ ჟოლო, მარწყვი, ბალი და ასე შემდეგ. . .

გემრიელად მიირთვით!