დიეტური ჭარხლის სალათი პიტნით და ზეთისხილით

1390

მსუბუქი ჭარხლის სალათები ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია. ეს გახლავთ დიეტური კვების განუყოფელი ატრიბუტი. გარდა ამისა, ჭარხალი ეხმარება ორგანიზმის გაწმენდაში, მას შარდმდენი ეფექტი აქვს, კარგად ზემოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე.

“გასტრონომია” მოგითხრობთ, რა შეიძლება მოამზადოთ ჭარხლისგან. საინტერესო რეცეპტები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ ჩვენ არჩევანი ძალიან მარტივ და სასარგებლო სალათზე შევაჩერეთ. ჭარხლის სალათი პიტნით და ზეთისხილით – შესანიშნავი მსუბუქი ხემსია ნებისმიერ დროს.

ინგრედიენტები

  • 900 გრ ჭარხალი
  • 0,25 ჭიქა ზეთისხილი
  • 2 ს.კ. ბრინჯის ძმარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. პიტნა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გათალეთ ჭარხალი და მოხარშეთ. გააცივეთ და დაჭერით მომცრო კუბებად.
  2. სანელებლისთვის შეურიეთ ბრინჯის ძმარი, ზეითნის ზეთი, მარილი და პილპილი.
  3. სასალათეში შეურიეთ დაჭრილი ჭარხალი, პიტნა, დაჭრილი ზეთისხილი, სანელებელი, დააფარეთ და შედგით მაცივარში 1 საათით.

როდესაც სალათი სანელებელს შეიწოვს, შეგიძლიათ მიირთვათ. ჭარხლის სალათი იდეალურია გამომცხვარ თეთრ თევზთან, ბრინჯთან და ბოსტნეულთან. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!