დიაბეტითა და ზედმეტი სიმსუქნით დაავადებულთათვის რეკომენდებული ქატოს პურის გამოცხობა სახლის პირობებში

2225

დიაბეტი არის დაავადება, როცა ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს, გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი. ეს საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

გასტრონომია ქატოს პურის რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც სწორედ დიაბეტისთვის და სიმსუქნისთვის არის რეკომენდებული.

მასალად საჭიროა: 

  • ხორბლის ფქვილის ქატო – 100 გრამი
  • ჭვავის ფქვილი – 50 გრამი
  • კარაქი – 5 გრამი
  • საფუარი – 5 გრამი
  • წყალი – 200 გრამი

მომზადების წესი:

  1. საფუარი გავხსნათ 100 გ თბილ წყალში, დავუმატოთ  50 გრამი ჭვავის ფქვილი, კარგად ავზილოთ და დავდგათ ნახევარი საათით თბილ ადგილას.
  2. როდესაც საფუარი ამოვა, მივუმატოთ 100 გრამი ქატო და წყალი. 30-40 წუთი გავაჩეროთ თბილად შეხვეული.
  3. შემდეგ გადავიტანოთ ერბომოსხმულ ყალიბში და გამოვაცხოთ ჩვეულებრივად.