დესერტი ლავაშის ფურცლისა და ორი ვაშლისგან. აი რატომ არ ვზილავ უკვე ტრადიციულ ცომს

1208

ადრე მეგონა, რომ ლავაშში მხოლოდ ბოსტნეულის ან ხორცის მასის გახვევა შეიძლება, მერე კი ტკბილი ვერსიაც აღმოვაჩინე – ლავაში ვაშლით. სხვადასხვა ჯიშის ვაშლის ნაზავი საუცხოო არომატს და გემოს ჰქმნის, მსგავს დესერტს პირდაპირ ტაფაზე მოამზადებთ.

შიგთავსი არ ჟონავს როგორც სხვა ვარიანტების შემთხვევაში. მოკლედ, აუცილებლად სცადეთ მომზადება და არ ინანებთ!

ინგრედიენტები

  • 2 ც ლავაში
  • 2 ც ვაშლი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. თაფლი

მომზადება

1. გათალეთ და დაჭერით ვაშლი მცირე კუბებად.

2. გაჭერით ყოველი ლავაში შუაზე, მოათავსეთ ვაშლი, მოაყარეთ შაქარი და შეახვიეთ კონვერტებად.

3. შეწვით ლავაშები კარაქში ორივე მხრიდან. მირთმევამდე მოასხით თაფლი.

ვაშლი ლავაშში ყველაზე მარტივი და სწრაფი ვარიანტია მათთვის, ვისაც შტრუდელის მოსამზადებლად დრო არ აქვს. კონვერტებს თაფლთან ერთად შეგიძლიათ არაჟანიც მოასხათ ან მიირთვათ ნაყინთან. მოამზადეთ სიამოვნებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!