დახვეწილი და უგემრიელესი ყავის ღვეზელი

1272

სიტყვა “მოკა” ინგლისურ ენაში იემენის საზღვაო პორტის სახელწოდებიდან დამკვიდრდა. ამ ადგილიდან გაჰქონდათ ყავა მთელ მსოფლიოში. დღეს კი “მოკას” შოკოლადის ან ყავის ინგრედიენტებით მომზადებულ დესერტსაც  უწოდებენ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:

ფირფიტა

  • 3 ჭიქა დაფხვნილი შოკოლადის ნამცხვარი (ბისკვიტი)
  • 1/2 სუფრის კოვზი გრანულირებული ხსნადი ყავა
  • 100 გრამი შაქარი
  • 125 გრამი გამდნარი  კარაქი

გულსართი 

  • 250 გ მსხვილად დაჭრილი შავი შოკოლადი
  • 1 სურის კოვზი გრანულირებული ხსნადი ყავა
  • 125 მლ ცივი წყალი
  • 3 სუფრის კოვზი სუფთა ჟელატინი
  • 6 მოზრდილი კვერცხი (გული და ცილა გააცალკევეთ)
  • 150 გ შაქრის ფქვნილი
  •  1 ჭიქა მაღალკალორიული (ორმაგი) ნაღები
  • რძიანი შოკოლადის ბურბუშელად მოსართავად

მომზადების წესი:

  1. ელექტროღუმელი გაახურთ 180 გრადუსამდე. წაუსვით კარაქი 28 სმ დიამეტრის ფორმას, მოსახსნელი ძირით.
  2. მოზრდილ ჯამში შეურიეთ დაფხვნილი ნამცხვარი, ყავა და შაქარი. დაუმატეთ კარაქი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა კარაქწასმულ ფორმას ძირსა დადა გვერდებზე დააფინეთ.
  3. გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. დადგით გასაგრილებად.
  4. გულსართი: შოკოლადი მოათავსეთ ორდონიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე, და ისე გაადნეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და ყავა დაუმატეთ. გადადგით გასაცივებლად.
  5. პატარა ჯამში ცივი წყალი ჩაასხით, ჟელატინი ჩადეთ და აცადეთ დალბობა.
  6. კვერცხის გულები და ნახევარი შაქარი შეურიეთ ორდონიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე. ურიეთ ხის კოვზით, სანამ შაქარი  გადნება და მასა კოვზს მიეკრება.
  7. ჟელატინის ხსნარი დაუმატეთ და ურიეთ, სანამ ბოლომდე  გაიხსნება.
  8. ცეცხლიდან გადადგით და გამდნარი  შოკოლადი ჩაუმატეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.
  9. შოკოლადის ნაზავი რომ გაცივდება, ნაღები კარგად ათქვიფეთ 2 სუფრის კოვზ შაქართან ერთად და შოკოლადის მასას შეურიეთ.
  10. კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, საშუალო სიჩქარეზე. ფრთხილად დაუმატეთ შოკოლადის მასას.
  11. გულსართი კოვზით ჩადეთ ფირფიტაში და 6 საათით მაცივარში შედგით.
  12. სუფრასთან მიტანის წინ რძიანი ბურბუშელა მოაყარეთ. ან მორთეთ თქვენი ფანტაზიით.