დაქალმა შეფ-მზარეულმა 3 მარტივი ხრიკი გამანდო. ბოსტნეულს ასეთი შთაბეჭდილება არასდროს მოუხდენია

1825

უკლებლივ ყველა დიასახლისი მაქსიმალურად ცდილობს, გააწყოს სადღესასწაულო სუფრა ისე, რომ თითოეული სტუმარი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩეს. გარდა გემრიელი და არომატული კერძების ლამაზად მორთვისა და მოკაზმვისა, ყოველთვის სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ ბოსტნეულსაც. 3 მარტივი ხრიკი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ, თქვენ ნამდვილ შემოქმედ მზარეულად გაქცევთ.

როგორ დავჭრათ ბოსტნეული ლამაზად

ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, რომელიც უკვე 15 წელია რესტორანში მუშაობს, აქედან 5 წელი შეფ-მზარეულად, 3 მარტივი ხრიკი გამანდო. თავდაპირველად მეგონა, უბრალო ბოსტნეულის ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად ქცევა განსაკუთრებულ ნიჭსა და უნარს მოითხოვდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ძალიან ვცდებოდი.

სადღესასწაულო სუფრის გაფორმება ბოსტნეულით სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ინსტრუქცია, რომელსაც ქვემოთ იხილავთ, შემოქმედ ადამიანად გაქცევთ. ყველა მეგობარი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება თქვენი შეუდარებელი ნიჭით.

ვარდი პომიდვრისგან

ინსტრუქცია:

1. სამუშაოს მსვლელობისთვის თქვენ დაგჭირდებათ პრაქტიკული ზომის ბასრი დანა და კარგად მომწიფებული, მაგრამ აუცილებლად მკვრივი პომიდორი.

2. კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და შეუდექით მის გათლას სპირალურად. მაქსიმალურად შეეცადეთ, სამუშაოს მსვლელობისას პომიდვრის კანი არ გაგეხეთ. თქვენ უნდა მიიღოთ ერთი მთლიანი, საშუალო სისქის სპირალი.

3. აიღეთ სპირალის ერთი ბოლო და შეუდექით კანის რულონად დახვევას. მაქსიმალურად შეეცადეთ, მჭიდროდ არ დაახვიოთ კანი, მიღებული ვარდი მსუბუქად და ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

4. ახლა კი ამოაბრუნეთ თქვენი მომავალი ვარდი და ხელით ცოტათი შეასწორეთ მისი ფორმები, თუ ამის აუცილებლობა არსებობს.

5. შედეგად თქვენ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს მიიღებთ!

გთავაზობთ მარტივ ვიდეო ინსტრუქციასაც:

ვარდი კიტრისგან

ინსტრუქცია:

1. ბოსტნეულისგან ულამაზესი ვარდის დასამზადებლად თქვენ კიტრის დაახლოებით 3-4 თხელი ნაჭერი დაგჭირდებათ.

2. კიტრის ერთი თხელი ნაჭრისგან შეახვიეთ ვარდის გული და დაამაგრეთ ის კბილის ჩხირით, რათა გაიმარტივოთ სამუშაოს მსვლელობა.

3. ვარდისთვის გამზადებულ გულს გარედან შემოახვიეთ კიტრის კიდევ ერთი თხელი ნაჭერი და მისი ბოლო ამოაბრუნეთ ისე, როგორც ქვემოთ ფოტოზეა ნაჩვენები.

4. ზუსტად ანალოგიურად შემოახვიეთ გულს კიტრის სხვა ნაჭრებიც და ბოლოს კარგად დაამაგრეთ კბილის ჩხირით. დანის გამოყენებით თავად შეგიძლიათ შეალამაზოთ თქვენი ვარდის ფორმები.

გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციასაც, რომელშიც კიტრისგან ვარდის დამზადების ოდნავ განსხვავებული, თუმცა ასევე ძალიან მარტივი მეთოდია წარმოდგენილი.

გასაოცარია, თუ რა შეუძლია მარჯვე ხელებს, არა? ვიმედოვნებ, ეს ინფორმაცია მოგეწონებათ და თქვენთვისაც, ისევე როგორც ჩემთვის, გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!