დაუვიწყარი ხაჭოს ნამცხვარი

1110

სადღესასწაულო დღეებისა და განსხვავებული კერძების დაგემოვნების შემდეგ, სურვილი გვიჩნდება დავუბრუნდეთ კარგად ნაცნობ და საყვარელ კერძებს. სამსახურები დაიწყო, ამიტომაც დროც არაღ გვყოფნის რთული და დახვეწილი კერძების მოსამზადებლად.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ მარტივ, მაგრამ უგემრიელეს ნამცხვარს სახელად “ნაწნავი”. ეს ერთერთი დესერტია სადაც რბილი ყველის შიგთავსი და ჰაეროვენი ცომი ერთიანდებიან დაუვიწყარი გემოს შესაქმნელად.

მიყევით მომზადების ინსტრუქციას და ყველაფერი გამოგივათ.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 250მლ რძე
  • 500გ ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 100გ შაქარი
  • 60გ კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 360გ ხაჭო
  • 100გ შაქარი
  • 100გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი

მომზადება

1.თავდაპირველად გააცხელეთ რძე, მასში გახსენით საფუარი და მარილი. რძეს დაუმატეთ საქარი და კვერცხი, კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.

2.მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და დარბილებული კარაქი. კოვზის დახმარებით მოზილეთ ცომი. ცომი შესქელების შემდეგ მოათავსეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე და გააგრძელეთ მისი ხელით დამუშავება.

3.ცომი მოათავსეთ ღრმა ჯამში,დააფარეთ პაკეტი და 1,5 საათი დაელოდეთ მის ამოსვლას.

4.სანამ ცომი ფუვდება მოამზადეთ შიგთავსი. ჯამში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, არაჟანი და შაქარი, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამის შემდეგ დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და ისევ კარგად მოურიეთ.

ასევე შეგიძლიათ ათქვიფოთ მიქსერით და თქვენ მიიღებთ მეტად ფაფუკ მასას.

მზადების დასრულების შემდეგ გადააკარით პაკეტი და მოათვსეთ მაცივარში.

5.როცა ცომი ამოფუვდება, გააბრტყელეთ 30სმ მრგვალ ფირფიტად. მოათავსეთ პერგამენზე და გაათანაბრეთ კუთხეები, ყოველ 1სმ სიგანეში და 3სმ სიგრძეში ჩაჭერით კუთხე.

მოჭრილი ცომისგან დაბწენით ნაწნავი.

6.მზა ნამცხვარი მოათვსეთ გამოსაცხობ ფორმაზე, ააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ 15 წუთი (გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე).

7.ნაწნავს წაუსვით კვერცხის გული, ხოლო შუაგული დაჭხვლიტეთ ჩანგლით და მოათავსეთ ხაჭოს შიგთავსი.

გამოაცვხეთ 160 გრადუსზე.

აი ასეთი ნაზი და ჰაეროვანი ნამცხვაი უნდა გამოგივიდეთ.

გემრიელად მიირთვით!