დაუვიწყარი გემო! ჩემი სადღესასწაულო სუფრა აჩმის გარეშე წარმოუდგენელია

2301

ერთ-ერთი ფაქტორი რითაც ქართველებმა შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი სამზარეულოა. ჯერ მარტო ხაჭაპურის რამდენი სახეობა გვაქვს: იმერული ხაჭაპური, მეგრული ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური, აჩმა და ა.შ. დღეს სწორედ ბოლოს ნახსენებ აჩმაზე შევჩერდებით. ბევრს უძნელდება მისი მომზადება, მაგრამ დამერწმუნეთ ცოტა მეტი გამბედაობა და ყველაფერი იდეალურად ჩაივლის.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფქვილი
  • 7 კვერცხი
  • 1 დესერტის კოვზი მარილი
  • 500-600 მლ წყალი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 400 გ გამდნარი კარაქი
  • 1 500 გ გახეხილი ყველი

მომზადების წესი:

  1. თასში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ მარილი, კვერცხი, ძმარი და ავურიოთ. მასას ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი, გადმოვიტანოთ დაფაზე. მოვზილოთ მაგარი და ელასტიკური ცომი, რომელიც ხელს არ მიეკრობა. გავახვიოთ ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში.
  2. 30 წუთის შემდეგ ცომი მაცივრიდან გამოვიღოთ, დავყოთ 5 პატარა და 2 შედარებით მოზრდილ გუნდად. ორი ნაჭერი ცომი პირველ და ბოლო ფენად გამოვიყენოთ და თუნუქის ფურცელზე უმი გადავფინოთ.
  3. თითოეული გუნდა ძალიან თხლად გავაბრტყელოთ. თუნუქის ფურცელს მოვასხათ ცოტა გამდნარი კარაქი. გაბრტყელებული ფენა ფრთხილად გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში და წავუსვათ გამდნარი კარაქი.
  4. მეორე ფენა მოვათავსოთ მდურარე წყალში. 2-3 წუთის შემდეგ ამოვიღოთ საწურით, ცივი წყალი გადავავლოთ და გადავფინოთ პირველ ფენაზე. ასე დავამუშავოთ 5 ფენა. მესამე ფენას მოვაყაროთ ყველი, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ფენებზე კი გამდნარი კარაქი მოვასხათ.
  5. ბოლო ფენა არ მოხარშოთ, ისე გადავაფაროთ თუნუქის ფურცელს. აჩმა გამოცხობის წინ თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ და გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად შევდგათ.

რედაქციის რჩევა

შეგვიძლია აჩმას ყველის ნაცვლად მოშუშული ხორცის ფარში გავუკეთოთ. ასევე ძალიან უხდება მოშუშული სოკოს გულსართი.