დანიური კარტოფილი

884

არცერთი სუფრა არ უნდა გაიშალოს კარტოფილის გარეშე. ზოგს ჰაეროვანი პიურე უყვარს, ზოგს კი კარგად დაბრაწული კარტოფილი. და რას ფიქრობთ კარამელიზირებულ კარტოფილზე? მერწმუნეთ ძალიან გემრიელია.

დანიური კარტოფილი – ეს ყველასათვის საყვარელი კერძის განსხვავებული ვარიანტია. 3 ინგრედიენტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ დაუვიწყარ გემოს. ბავშვები გიჟდებიან ამ კერძზე.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 1კგ
  • შაქარი 130გ
  • შაქარი 25გ

მომზადება

1.მოხარშეთ კარტოფილი სიე, რომ არ დაიშალოს.

2.გაგრილებული კარტოფილი გაფრცქვენით პატარა დანის დახმარებით.

3.შაქარი მოათავსეთ ქვაბში და თანაბრად გადაანაწილეთ მის ძირზე. დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ შაქარი.

4.ქვაბში არსებულ შაქარს დაუმატეთ კარაქი და 2 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ცეცხლზე, ამასთანავე განუწყვეტლივ ურიეთ.

5.აუწიეთ ცეცხლს და შაქარს დაუმატეთ კარტოფილი. მოურიეთ და გააჩერეთ 3-8 წუთი. კარამელმა უნდა დაფაროს თითოეული კარტოფილი.

ეს საოცარი კერძი გემრიელია ცივიც და ცხელიც. მას ძალიან უხდება ლობიო, ქათმის კატლეტი და დამწნილებული ჭარხალი. თქვენ ამ კერძით სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ. გემრიელად მიირთვით!