დანდიური ნამცხვარი – ხილის ნოყიერი დესერტი შოტლანდიიდან

1234

დანდიური ნამცხვარი ნოყიერი, ცხიმიანი, ხილის ნამცხვარია, რომელიც მე-19 საუკუნეში შოტლანდიაში, ქალაქ დანდიში შეიქმნა. გამოცხობამდე მას ზემოდან გაფცქვნილ ნუშს ალაგებენ. მოდით შევუდგეთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1/3 ჭიქა წმინდად დაფქული ნუში
  • 1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 3/4 ჩ.კ. მარილი
  • 3/4 (180 გ ) ჭიქა მარილიანი კარაქი (დარბილებული)
  • 3/4 ჭიქა ( 150 გ ) ყავისფერი შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 2 კვერცხი + 1 კვერცხის ცილა (მსუბუქად ათქვეფილი)
  • 200 გ ქიშმიში
  • 200 გ მოცხარი
  • 1/2 ჭიქა ლიმონის ან ფორთოხლის ცუკატი (დაჭრილი)
  • 3/4 ჭიქა (25გ ) დაშაქრული ალუბალი (შუაზე გაჭრილი)
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა (წმინდად გახეხილი)
  • 1 ½ ს.კ. ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • დაახლოებით 100 ნუში (მთლიანი, კანგაცლილი)

ულუფა: 8-10

მომზადება: 45 წუთი

ცხობა: 2 საათი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ტორტის საცხობ ფორმას (23 სმ) კარაქი წაუსვით.
  2. ფქვილი, დაფქული ნუში, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი ჯამში მოათავსეთ.
  3. კარაქი, ყავისფერი შაქარი და ვანილი ფართო თასში ათქვიფეთ, ვიდრე კრემისებურ მასას არ მიიღებთ. კვერცხი სათითაოდ ჩაამატეთ და კარგად ათქვიფეთ. თანდათან აურიეთ ფქვილის ნარევი. ქიშმიში, მოცხარი, ფორთოხლის ცუკატი, დაშაქრული ალუბალი, ლიმონის ცედრა და წვენი კოვზით აურიეთ.
  4. მიღებული მასა წინასწარ მომზადებულ ფორმაში გადაიტანეთ. ზემოდან ნუში მოაწყვეთ და ფუნჯით კვერცხის ცილა მოუსვით.
  5. აცხვეთ 1 საათი. დაუწიეთ ღუმელს 150 გრადუსამდე და კვლავ აცხვეთ 1 საათის განმავლობაში.
  6. ბისკვიტი ფორმაში დატოვეთ 30 წუთით გასაცივებლად. შემდეგ ეცადეთ, არ დაიშალოს. გადაიტანეთ ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ.
  7. დაჭერით და მიირთვით.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.