დამწნილებული კიტრი ქილებში

823

ამთარი კიტრის გარეშე ვერ წარმომიდგენია. უკვე წლებია სახლში ტრადიციად გვაქვს ამ პროდუქტის მომზადება. მომზადება უმარტივესია – მთავარია რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ.

ინგრედიენტები

  • კიტრი 2კგ
  • პირშუშხა 50გ
  • ნიორი 3 კბილი
  • მოცხარის ფოთლები 5 ცალი
  • სურნელოვანი წიწაკა 3 ცალი
  • შავი წიწაკის მარცვლები 5 ცალი

მარინადისთვის 3ლ ქილაზე

  • მარილი 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ძმარი 70% 2 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. ქილები და თავსაფრები წინასწარ გაასტერილეთ. მწვანილი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. ნიორი და პირშუშხა გაასუფთავეთ.
  2. ცივ წყალში გარეცხეთ კიტრი. თუ კიტრი ძველი მოკრეფილია, მაშინ ჩაალბეთ 4-6 საათი ცივ წყალში.
  3. ქილის ძირას მოათავსეთპირშუშხა, ნიორი, კამა, წიწალა, დაფნის ფოთოლი და მოცხარის ფოთოლი. აავსეთ ქილა კიტრით.
  4. აავსეთ ცხელი წყლით, დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 10 წუთი.
  5. ქილებიდან წყალი ჩაასხით ქილაში, დაუმატეთ 100მლ წყალი, მარილი, შაქარი და წიწაკა. აადუღეთ.
  6. კიტრით სავსე ქილაში ჩაასხით ძმარი და მოასხით ცხელი მარინადი. დააფარეთ თავზე.
  7. გადმოაბრუნეთ ქილები და თბილად შეფუთეთ.

გემრიელად მიირთვით!