დამწნილებული ბადრიჯანი წიწაკით – სწრაფი და ძალიან გემრიელი!

694

ბადრიჯნისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება. გამოცდილ დიასახლისებს მრავაფლფეროვანი იდეები გვაქვს. ჩემი პირადი გამოცდილებით გირჩევთ, რომ ეს რეცეპტი აუცილებლად ჩაინიშნოთ.

დღეს ჩვენ დამწნილებული ბადრიჯნის მომზადებას გასწავლით.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 1,5კგ
  • წიწაკა ჩილი 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 3 ცალი
  • ნიორი 1 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • ქინძი
  • წყალი 750მლ
  • მარილი 1,5 სუფრის კოვზი
  • ძმარი 5 სუფრის კოვზი
  • კაკალი ქინძი 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 4-5 სუფრის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • შავი დაფქული წიწაკა 8-10 ცალი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ მარინადი. ღრმა ჯამში მოთავსეთ მარილი, წყალი და წიწაკა. მასაა წამოადუღეთ და მოხარშეთ 5 წუთი.

2.გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ ძმარი. დაელოდეთ მარინადის გაგრილებას. ამასობაში ბადრიჯანს მოასხით წყალი. მოაჭერით ბოლოები.

3.წამოადუღეთ ბადრიჯანი და მოხარშეთ 5 წუთი. გადაასხით წყალი, გააგრილეთ ბოსტნეული. ამასობაში დაჭერით ტკბილი წიწაკა, ხახვი და მწვანილი.

4.წიწაკა ჩილიც დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ. დაქუცმაცებული ბოსტნეული გადაურიეთ ერთმანეთს. გაგრილებული ბადრიჯანი მრგვლად დაჭერით.

5.ღრმა ქვაბში პირველ ფენად მოათავსეთ დაქუცმაცებული ბოსტნეული ქინძთან ერთდ. შემდეგ გადაანაწილეთ ბადრიჯნის ფენა. ამ თანმიმდევრობით ააწყვეთ კერძი.

6.კერძს მოასხით მზესუმზირის ზეთი, კარგად დაპრესეთ და მოასხით მარინადი. ქვაბს დააფარეთ თავსაფარი და მოათავსეთ მაცივარში 4 საათი.

გემრიელად მიირთვით!