დამარინადებული ბოსტნეული ქილაში

871

ცივ ამინდში ორმაგად სასიამოვნოა მწნილების მომზადება, ამიტომაც საუკეთესო რეცეპტის ძიებას ვიწყებ.

ამ რეცეპტმა მისი სიმარტივით და სისწრაფით იმ წამსვე მომხიბლა, ამიტომაც გადავწყვიტე მისი გამოყენება.

მოდით ერთად მოვამზადოთ!

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 1,5კგ
  • ჭარხალი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ნიორი 1 ცალი
  • წყალი 1,4ლ
  • შაქარი 150გ
  • მარილი 3 სუფრის კოვზი
  • ძმარი 100მლ
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • სურნელოვანი წიწაკა 5 ცალი
  • შავი წიწაკა 5 ცალი

მომზადება

1.დაჭერით კომბოსტო, სტაფილო და ჭარხალი გახეხეთ.

2.მარინადის მოსამზადებლად, წყალს დაუმატეთ შაქარი, მარილი, დაფნის ფოთოლი და წიწაკები. აადუღეთ მასა, ჩაასხით ძმარი 9%.

3.მოათავსეთ ბოსტნეული ქილაში კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, დაჭრილი ნიორი, ისევ კომბოსტო, ჭახალი და ნიოი. კარგად დატკეპნეთ თითოეული ფენა.

4.დაასხით მარინადი და დაელოდეთ გაგრილებას. მოათავსეთ მაცივარში 1 დღე.

გემრიელად მიირთვით!