დაკაწრეთ ყაბაყი და შედგით ღმელში. წვნიანი და რბილი ბოლო ლუკმამდე

2274

როგორც ხედავთ, ყაბაყის სეზონზე ჩვენ უამრავი კერძის რეცეპტს გთავაზობთ. ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის სასურველს აირჩევთ. დღეს ჩვენ კიდევ ერთ შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ყაბაყი ხორცის შიგთავსით და სუნელებით – ამ ზაფხულის ორიგინალური და გემრიელი კერძია.

აქ ყველაზე მთავარი – არომატული და ფერადი შიგთავსია. ორიგინალურ რეცეპტში ყველი არ არის, მაგრამ სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ მაგარი ყველი მომზადებამდე 5-7 წუთით ადრე.

ინგრედიენტები

  • 2 ც ყაბაყი
  • 300 გრ ღორის ფარში
  • 0,5 ც ბულგარული წიწაკა
  • 1 ც წიწაკა ჩილი
  • 1 ც ხახვი
  • 1,5 ჭ ტომატის სოუსი
  • 3 კბ ნიორი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ყაბაყი. ჩანგლის მეშვეობით გაკაწრეთ სიგრძეზე და სიგრძეზევე გაჭერით შუაზე.

2. ამოიღეთ რბილობი და დააქუცმაცეთ.

3. შეურიეთ გახეხილი ხახვი, დაქუცმაცებული ყაბაყის გული, ფარში, დაჭრილი ბულგარული წიწაკა და წიწაკა ჩილი, გატარებული ნიორი.

4. შეავსეთ გაჩრილი ყაბაყები შიგთავსით, მოათავსეთ ღრმა ტაფაზე, დაასხით ტომატის წვენი და მოამზადეთ 30 წუთის განმავლობაში.

ორიგინალური, არომატული და ნოყიერი კერძი მზადაა. სწორედ გაკაწრვის წყალობით ტომატის წვენი და ფარში იდეალურად შეიწოვება ბოსტნეულში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!