დაგჭირდებათ 1 კგ ღვიძლი და ცოტაოდენი არომატული სუნელები: კარგად ნაცნობი კერძის სრულყოფილი გემო

1628

მაღაზიებში ხორცის ნაწარმის განყოფილებაში მუდამ თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს. მრავალფეროvანი ასორტიმენტი გაბნევთ: მოხარშული თუ შებოლილი ძეხვი ან სოსისი, პაშტეტები, ხორცის დელიკატესები. რომელს შეარჩევთ? ან უმჯობესია შინ მოამზადოთ ღვიძლის ძეხვი?

მაღაზიის ძეხვეულისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში შემადგენლობაში დარწმუნებული ხარ, გემოც უკეთესი აქვს და არომატიც. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

ინგრედიენტები

  • 1 კგ ღორის ღვიძლი
  • 300 გრ ღორის ქონი (სალო)
  • 2 ც ხახვი
  • 2-3 დაფნის ფოთოლი
  • 5 კაკალი შავი პილპილი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 ც მიხაკი
  • 100 გრ ნაწლავები
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ ღვიძლი და ქონი ცალ-ცალკე ქვაბებში. დაამატეთ წყალში მარილი (1,5 ლიტრ წყალზე 1 ს.კ. მარილი)

2. გაატარეთ მოხარშული პროდუქტები ხახვთან ერთად. დაამატეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი, კარგად მოურიეთ.

3. დაამუშავეთ ძეხვის გარსი: ამისათვის ნაწლავები გადმოაბრუნეთ და კარგად გარეცხეთ ცივ წყალში.

4. დატენეთ ღვიძლის ფარშით.

5. დაჩხვლიტეთ ნემსით რამდენიმე ადგილას და მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში 30 წუთის განმავლობაში, დაამატეთ დაფნის ფოთოლი, პილპილის კაკლები, მიხაკი ხარშვისას.

6. როდესაც ძეხვი გაცივდება, შეგიძლიათ მოაცილოთ გარსი.

ქონი ძეხვს წვნიანს ხდის, შეგიძlიათ ის ბეკონითაც ჩაანაცვლოთ. ასევე, შეგიძlიათ დაამატოთ 300 გრ ღორის ხორცი, ამგვარად ძეხვი კიდევ უფრო გემრიელი გამოვა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!