გულიაში კომბოსტოთი და ნაღების ნაზი სოუსით

1020

გულიაში ძალიან მოხერხებული კერძია, რადგან მისი მომზადება ნებისმიერ სეზონზე შეიძლება. თანაც ის ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. და თუ კომბოსტოს ცოტაოდენ სანელებლებს დავუმატებთ, მივიღებთ არომატულ და გემრიელ კომბოსტოს გულიაშს.

დღეს “გასტრონომიას” რედაქცია გულიაშის ერთ-ერთ ტრადიციულ და მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლის მომზადებას დამწყები დიასახლისიც გაუმკლავდება. მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტები და შევუდგეთ საქმეს!

ინგრედიეტები

  • 400 გრ ღორის ხორცი
  • 2 ც ხახვი
  • 250 გრ კომბოსტო
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 500 მლ ხორცის ბულიონი
  • 100 გრ არაჟანი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 2 ს.კ. ქონი
  • 1 ს.კ. ბეგქონდარა
  • 1 ს.კ. პაპრიკა
  • 1 კბ ნიორი
  • 2 ს.კ. ღვინის ძმარი
  • მარილი, შავი და წითელი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით წვრილად ღორის ხორცი, შეწვით ქონში სანახევროდ, გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში. ივავე ტაფაზე მოთუშეთ დაჭრილი კომბოსტო, ნიორი და ხახვი. დაამატეთ ღვინის ძმარი, ბეგქონდარა, სუნელები, მარილი და მოთუშეთ 8-10 წუთის განმავლობაში.
  2. ბოსტნეულს დაუმატეთ ხორცი, ბულიონი და 30 წუთის განმავლობაში მოთუშეთ. დაუმატეთ არაჟანი, პაპრიკა და ნელ ცეცხლზე კიდევ 20 წუთი მოამზადეთ.
  3. დაჭერით წვრილად ბულგარული წიწაკა, დაუმატეთ კერძში მარილთან და ცხარე წიწაკასთან. მოამზადეთ კიდევ 25 წუთის განმავლობაში.

მიირთვით მზა კერძი ცხლად, კარტოფილთან ან წიწიბურასთან. ასევე, გულიაშს მოუხდება თბილი სალათები. მომზადეთ სიამოვნებით, ასიამოვნეთ ოჯახის წევრები გემრიელი ვახშმით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!