გერმანული ცხარე წვნიანი ძეხვით: ყველაზე მადისაღმძვრელი პირველი კერძი

1850

ალბათ დაგიგემოვნებიათ ან გსმენიათ ცნობილი ფრანგული ხახვის წვნიანის შესახებ. აღმოჩნდა, რომ გერმანული სამზარეულოც დაიკვეხნის მადისაღმძვრელი მსგავსი კერძით, რომელსაც გერმანელი დიასახლისები მრავალი წელია ამზადებენ.

მისი მთავარი დამახასიათებელი – ცხარე გემო და ძეხვის სიუხვეა. გერმანელები აქაც არ ღალატობენ თავიანთ კულინარიულ ტრადიციებს.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ხახვი
  • 500 გრ ძეხვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 40 გრ კარაქი
  • 850 გრ პომიდორი
  • 2 ლ ბულიონი
  • 600 გრ ლობიო
  • 150 გრ იოგურტი
  • 1 ჩ.კ. ორეგანო
  • 150 გრ არაჟანი
  • ტაბასკო გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი, გაატარეთ ნიორი. მოთუშეთ კარაქში ხახვი, დაუმატეთ ნიორი, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი.
  2. დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი, გაყინული ლობიო, დაასხით ბულიონი და აადუღეთ.
  3. დაუკელით ცეცხლს, მოაყარეთ ორეგანო და მოთუშეთ 20 წუთის განმავლობაში.
  4. შებოლილი ძეხვი დაჭერით წვრილად, თასში შეურიეთ არაჟანი და იოგურტი, დაამატეთ მარილი, პილპილი და ტობასკო.
  5. შეურიეთ მიღებული სოუსი ძეხვს. ვუალა, უგემრიელესი წვნიანი მზადაა!

მიირთვით ახლადგამომცხვარ თეთრ პურთან. გერმანელები, როგორც წესი, მას ქაფქაფა ლუდს აყოლებენ. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!