გემრიელი, ჰაეროვანი ფუნთუშების რეცეპტი მიწისთხილისა და მოხარშული შედედებული რძის შიგთავსით: იდეალური დესერტი ჩაისთან

1129

ნებისმიერი სახეობის თხილი – ნამცხვრებისა და ცომეულისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ინგრედიენტია. დაფქულ თხილს ზემოდან აყრიან დესერტს გასაფორმებლად, მთელ თხილს ალაგებენ დესერტზე ფიგურულად, ხოლო გახეხილს შაქარს ურევენ და დესერტის შიგთავსად იყენებენ. დიასახლისები ყველაზე მადისაღმძვრელ ტორტებს მიწისთხილით ამზადებენ, რადგან სტრუქტურის ასეთ ბალანსზე უარის თქმა წარმოუდგენელია.

და რადგან ყველა ვთანმხდებით, რომ მიწისთხილი ცომის საუკეთესო მეგობარია, მაშ რატომ არ გავაერთიანოთ გემრიელი საინტერესოსთან? ჩვენ შემოგთავაზებთ ფუნთუშების რეცეპტს, მიწისთხილის შიგთავსით.

ინგრედიენტები

  • 200 მლ რძე
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 60 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 200 გრ მოხარშული შედედებული რძე
  • 1 ც კვერცხის გული
  • 10 გრ საფუარი
  • 2 ც კვერცხი
  • 420 გრ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 200 გრ მიწისთხილი

მომზადების წესი

1. თბილ რძეში ჩაყარეთ საფუარი, გაცრილი ფქვილი, მარილი, კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი და კარაქი. მოურიეთ ინგრედიენტებს და მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაასვენეთ ცომი თბილ ადგილას 1,5 საათით.

2. ამ დროის განმავლობაში მშრალ ტაფაზე შეწვით მიწისთხილი და დაჭერით. ჩაყარეთ დაჭრილი მიწისთხილი მოხარშულ შედედებულ რძეში და კარგად მოურიეთ. ცომი გაყავით 25 ნაწილად. გადააფარეთ საკვები ცელოფანი და კვლავ გააჩერეთ თბილ ადგილას.

3. შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ ცომის ნაჭრები და თითოეული ნაჭრის ერთ მხარეს მოათავსეთ 1 ჩ.კ. შიგთავსი. შიგთავსის გასწვრივ გააკეთეთ ჭრილი, ცომი ყვავილივით გაახვიეთ.

4. “ყვავილები” საცხობ ლანგარზე დაალაგეთ, ზემოდან საკვები ცელოფანი გადააფარეთ და გააჩერეთ 50 წუთით. შემდეგ თითოეულს ზემოდან კვერცხის გული წაუსვით. გამოაცხვეთ ფუნთუშები 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 7-10 წუთით. მზა ფუნთუშებს სურვილისამებრ შეგიძლიათ შაქრის პუდრი მოაყაროთ. გემრიელად მიირთვით!