გემრიელი და ხრაშუნა ტკბილეული-ვაფლის ხვეულები ტაფაზე

1286

ვაფლის ხვეულები – ეს არის ბავშვობის საყვარელი დესერტი, რომელიც ძველ დროს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ზოგი მათი მომზადებისგან თავს ვაფელნიცის არქონის გამო იკავებს ან უბრალოდ ეზარება და ყიდულობს.

გემრიელი და ხრაშუნა ტკბილეულის მომზადება ვაფელნიცის გარეშეც შეიძლება. დღეს ჩვენ უმარტივეს რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • რძე 100მლ
  • კარაქი 100გ
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი 150გ
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • მწიკვი ვანილი

მომზადება

1.ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი. დაუმატეთ რძე, ვანილი და მარილი. მოურიეთ. გაალღვეთ კარაქი და დაუმატეთ ცომის მასას. ათქვიფეთ მიქსერით.

2.გააგრძელეთ ცომის თქვეფა, გაცერით ფქვილი. ცომი უნდა გამოგივიდეთ ერთგვაროვანი.

3.მშრალი ტაფა მოათავსეთ ცეცხლზე. დაასხით 1-1,5 კოვზი ცომი, გადაანაწილეთ თანაბრად. შეწვით 2-2 წუთი ორივე მხრიდან.

4.სანამ ვაფლი ცხელია დაახვიეთ. ხოლო როგორც კი გაგრილდება ამოავსეთ შიგთავსით.

ვაფლის ტაფაზე მომზადება უმარტივესია. აუცილებლად მოამზადეთ. გემრიელად მიირთვით!