გახსნილი ღვეზელი ხაჭოსა და ყველის შიგთავსით

1113

ძალიან გემრიელი ღვეზელი კეფირზე უგემრიელესი ყველის, ხაჭოს და შიგთავსით, რომელიც გემრიელია, როგორ ცივად ასევე ცხლადაც.

უსაფუარო ცომის და ნაზი შიგთავსის დუეტზე ვერავინ იტყვის უარს. ასეთი ღვეზელისგან გამოწვეულ ცდუნებას ვერ გაუძლებს ვერც ბავშვი და ვერც დიდი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 370გ
  • კეფირი 250მლ
  • ხაჭო 250გ
  • ყველი 100გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • შაქარი 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • კამა გემოვნებით

მომზადება

1.კეფირს დაუმატეთ მარილი, შაქარი და მზესუმზირის ზეთი.

2.თანდათანობით დაუმატეთ ფქვილის და სოდის ნარევი. მოზილეთ არა წებოვანი ცომი.

3.ცომი გაყავით 8 ნაწილად, თითოეული გააბრტყელეთ 3-4მმ სისქის წრეებად.

4.შემდეგ მოვამზადოთ შიგთავსი. ამისათვის ხაჭოს დაუმატეთ მსხვილად გახეხილი ყველი, კამა, დაჭრილი ნიორი, მარილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ.

5.გააბრტყელეთ ცომი და შიგთავსი გადაანაწილეთ თანაბრად.

6.ცომის ბოლოები ერთმანეთს შეუერთეთ. დააფიქსირეთ კუთხეები და დაამსგავსეთ ხაჭაპურს.

7.ფირფიტას გადააფარეთ ქაღალდი და მასზე მოათავსეთ ფორმირებული ცომი, გამოაცხვეთ 25-30 წუთი.

ფორმა და შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენივე გემოვნებით. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები. გემრიელად მიირთვით!