გარგარისა და ქოქოსის ტკბილი და მსუბუქი ფილები იდეალური საუზმეა

1153

გემრიელი, მსუბუქი საუზმეა. გარგარის ჩირი ვიტამინ A – სა და დიეტური ბოჭკოვანას ნამდვილი საცავია. მოამზადეთ, დააგემოვნეთ და თავადვე დარწმუნდებით მის სასარგებლო თვისებებში.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 

  • 250 გ გარგარის ჩირი
  • 60 გ მოხალული ნუში
  • 2 ს.კ. ქოქოსის კაკალი
  • მარილი
  • 30 გ შავი შოკოლადი

მომზადების წესი: 

  1. გარგარის ჩირი, ნუში 1 ს.კ. გახეხილი ქოქოსის კაკალი სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ, მწიკვი მარილი მოაყარეთ და წვრილად დაფქვით.
  2. ბატონის ფორმაში (13X23 სმ) პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ ისე, რომ გრძელ გვერდებზე 5 სმ-ით  გადმოეფინოს. გადაიტანეთ გარგარიანი  მასა, კარგად დატკეპნეთ და 2 სთ-ით ან მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ.
  3. გარგარისა და ქოქოსის ფილა გვერდებზე გადმოფენილი პერგამენტის  დახმარებით ამოიღეთ ფორმიდან.
  4. შოკოლადი გაადნეთ და მოასხით, მორჩენილი ქოქოსის კაკალიც მოაყარეთ.
  5. ექვს ფილად დაჭერით.