განსხვავებული ტარტი, რომელსაც ბებია სტუმრებისთვის ხშირად ამზადებს

565

თუ მენიუს გამრავალფეროვნება გადაწყვიტეთ, მაშინ ეს რეცეპტი აუცილებლად ჩაინიშნეთ. ჩემს ოჯახის წევრებს ეს კერძი ძალიან მოსწონთ.

ამ გახსნილ ნამცხვარს საფრანგეთში ტარტს ეძახიან, მისი სამშობლო საფრანგეთის ქალაქი ნანსია.

ნამცხვარი მზადდება ძალიან მარტივად, უბრალო ინგრედიენტებით.

ინგრედიენტები

  • 450გ კარტოფილი
  • 60გ ყველი
  • 1 კვერცხი
  • 50გ ფქვილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 600გ სოკო
  • 180გ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 15გ კარაქი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი, გაჭერით შუაზე, მოასხით წყალი და დაადგით მოსახარშად.

2.გარეცხეთ სოკო, დაჭერით. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კარაქი. შეწვით სოკო ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე. წვის პროცესში დაუმატეთ მარილი და წიწაკა.

ბოლოსკენ შეწვით ხახვი.

3.მზა კარტოფილი დაჭყლიტეთ. დაუმატეთ კვერცხი, ყველი, მარილი და წიწაკა. მოურიეთ და მოაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი.

4.შიგთავსის მოსამზადებლად სოკოს დაუმატეთ ხახვი, ათქვეფილი ხახვი, მარილი და წიწკა. კარგად მოურიეთ.

5.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ მასში ცომი, ხელით კარგად გადაანაწილეთ, ამოიყვანეთ კუთხეები, ზემოდან გადაანაწილეთ შიგთავსი.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!