განთქმული ავსტრიული შოკოლადის ღვეზელი

1640

ამ განთქმული  ღვეზელის  რეცეპტი ავსტრიის ქალაქ ლინცში შეიქმნა. შეგიძლიათ გარგარის ჩირი არ იხმაროთ და გარგარის ჯემიც ჟოლოს ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ჯემით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები: 

ფირფიტა

  • 250 გ ფქვილი
  • 150 გ წმინდად დაფქვილი ნუში
  • 150 გ შაქრის ფქვნილი
  • 50 გ უშაქრო კაკაოს ფხვნილი
  • 250 გ მარილიანი კარაქი
  • 2 მოზრდილი კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)

გულსართი 

  • 1 ჭიქა (180 გ) დაჭრილი გარგარის ჩირი
  • 90 მლ ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი
  • 60 მლ გარგარის ლიქიორი
  • 500 გ გარგარის ჯემი

მომზადების წესი: 

  1. ელექტროღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ (აირღუმელი – 4).
  2. ფქვილი, დაფქული ნუში, შაქრის ფხვნილი და კაკაო კომბაინში ჩაყარეთ და კარგად შეურიეთ.
  3. დაუმატეთ კარაქი და ისევ შეურიეთ, სანამ ფხვიერ მასას მიიღებთ.
  4. დაუმატეთ კვერცხის გულები და ვანილი ისე შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  5. ცომის ერთი-მესამედი ამოიღეთ, ცელოფანში შეახვიეთ და მაცივარში შედგით.
  6. ცომის დარჩენილი ნაწილი -ორი-მესამედი მოათავსეთ 28 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაში, მოსახსნელი ძირით.
  7. გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და ფორმაშივე გააგრილეთ.
  8. გარგარი და ფორთოხლის წვენი მცირე ზომის ჯამში მოათავსეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. დროგამოშვებით ურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და ძალიან ნელ ცეცხლზე 10 წუთით დატოვეთ.
  9. ცეცხლიდან გადმოდგით, დაუმატეთ გარგარის ლიქიორი და 400 გრამი გარგარის  ჯემი (დანარჩენი ზემოდან წასასმელად შეინახეთ). კარგად შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და ოდნავ რომ შესქელდება, გაგრილებულ ფირფიტას გადაუსვით.
  10. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე 5 მმ სისქეზე. დაჭერით 1 სმ-ის ზოლებად და ღვეზლის ზედაპირის  გასაფორმებლად გამოიყენეთ.
  11. გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში. როცა გულსართს ბუშტულები გაუჩნდება, ღუმელიდან გამოიღეთ.
  12. გააგრილეთ და ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ.
  13. დარჩენილი გარგარის ჯემი პატარა ჯამში, დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ.
  14. სუფრასთან სუფრასთან თბილი ან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული მიიტანეთ.