გამომცხვარი ფარშირებული პომიდორი არაბულად. კერძი, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

1003

წიწაკები ხშირად ამოგვივსია ფარშით, მაგრამ პომიდორი? ეს კერძი მეც ძალიან მეუცხოა, რადგან ადრე არ გამისინჯავს. მოვამზადე და პირველივე გასინჯვისას შემიყვარდა.

ეს კერძი ყოველთვის ამშვენებს ჩემს სადღესასწაულო მაგიდას.

ინგრედიენტები

  • 750გ ფარში
  • 2კგ პომიდორი
  • 1 გახეხილი ხახვი
  • 3 მწვანე წიწაკა
  • 2 წითელი წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • ზირა

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ ხორცი, ხახვი, მარილი, შავი წიწაკა და ზირა.
  2. კარგად მოურიეთ.
  3. პომიდვრები ჩაჭერით 3 ადგილას (არა ბოლომდე).
  4. ჩაჭრილი ადგილები ამოავსეთ ფარშით.
  5. პომიდვრები გადაიტანეთ ცხიმიან ფორმაზე.
  6. ზეოდან მოათავსეთ წიწაკა, ისიც შეგიძილიათ ამოავსოთ ფარშით.
  7. პომიდვრის პასტა გახსენით 1 ჭიქა წყალიში და მოასხით კრეძს.
  8. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
  9. შემდეგ 250 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!