გამომშრალი ხორცის საუკეთესო რეცეპტი

ხორცის მოყვარულებს ეს რეცეპტი ძალიან მოეწონებათ. დღეს გამომშრალი ღორის ხორცის სახლში მომზადებას გასწავლით, კერძი იდეალური გამოდის და ამ დელიკატესის მიმართ გულგრილი არავინ დარჩება! ეს რეცეპტი მოთმინების მქონე გურმანებისთვის გახლავთ განკუთვნილი. იმისთვის რომ გაჭრისას ხორცი ლამაზად გამოიყურებოდეს და ძალიან მშრალი არ გამოვიდეს – ღორის კისრის ხორცის გამოყენებას გირჩევთ!

ინგრედიენტები ხორცის მარინადისთვის

  • 2.5 კგ ღორის ხორცი
  • 500 გრამი მარილი
  • 2 ჩაის კოვზი შავი პილპილის მარცვლები
  • 10 ცალი მიხაკის მარცვალი
  • 10 ცალი იამაიკური წიწაკის მარცვალი
  • 5 ცალი დაფნის ფოთოლი

ინგრედიენტები წითელი ფხვნილისთვის

  • 3 სუფრის კოვზი მშრალი აჯიკა
  • 0.5 ჩაის კოვზი დაფქული ქინძი
  • 2 სუფრის კოვზი პაპრიკა
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული შავი პილპილი

ინგრედიეტნები მწვანე ფხვნბილისთვის

  • 4 სუფრის კოვზი სვანური სუნელი (მწვანე წიწაკა, შავი პილპილი, ქინძი, გამომშრალი ნიორი, ტარხუნა, რეჰანი, კვლიავი)
  • 0.5 ჩაის კოვზი გამომშრალი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი მაიორანი

მომზადების წესი:

1. გაამზადეთ მარინადის მომსამზადებლად საჭირო რაოდენობის წყალი. ამისთვის ხორცს იმდენი წყალი დაასხით რომ სრულად დაიფაროს, შემდეგ კი ცალკე ქვაბში გადაიტანეთ.
2. წყლის ყოველ ლიტრზე 4-5 სუფრის კოვზი მარილი დაგჭირდებათ. დაუმატეთ წიწაკის მარცვლები, დაფნა, მიხაკი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გაწურეთ და დატოვეთ გასაგრილებლად.
3. ხორცი მოათავსეთ დასამარინადებელ ჭურჭელში და გაცივებული მარინადი დაასხით. დააჭირეთ თეფში და მაცივარში 3 დღით შედგით. ხორცი პერიოდულად გადააბრუნეთ ხოლმე.

4. ხორცი მარინადიდან ამოიღეთ (ის საგრძნობლად იქნება დამძიმებული), გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და რამდენიმე საათით პრესის ქვეშ მოათავსეთ, ასე ჭარბი სითხე გამოიწურება.

5. მოამზადეთ მოსაყრელი სუნელები. მათი შემადგენლობა შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ.

6. ხორცი ორ ნაწილად გაყავით, ამოავლეთ სუნელებში და მარლაში შეახვიეთ. მოათავსეთ თავდახურულ ჭირჭელში და მაცივარში 7 დღით შედგით.

7. 1 კვირის შემდეგ ხორცი გამოიღეთ, კვლავ ამოავლეთ სუნელებში, მარლა მშრალი მარლით შეუცვალეთ, გადაახვიეთ და ძაფი ისე შემოახვიეთ რომ ლამაზი ფორმა მისცეთ.

8. ამჯერად ხორცი მშრალ, განიავებად და ცივ ადგილას მოათავსეთ – 3-4 კვირით. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ – უფრო გემრიელი იქნება. თუ ელექტრო საშრობი გაქვთ შეგიძლიათ ის გამოიყენოთ.

მომზადების შემდეგ ხორცი თხელ ნაჭრებად დაჭერით და წითელ, მშრალ ღვინოსთან ერთად მიირთვით.