გამოაცხვეთ გემრიელი ტორტი შესქელებული რძით ზუსტად 30 წუთში

2137

ჩვენი რედაქცია ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ გამოუვალ სიტუაციებში და გასწავლოთ, თუ როგორ მოამზადოთ გემრიელი ტორტი ძალიან სწრაფად. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ხრაშუნა ტორტის რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება ან გამოაცხოთ სრულფასოვანი ტორტი, სულ რაღაც 30 წუთში.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ საიდუმლოს, თუ როგორ მოამზადოთ ღუმელში უგემრიელესი ტორტი ძალიან სწრაფად.

სწრაფი ტორტის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 4 ც კვერცხი
  • 150 გრ შაქარი
  • 150 გრ ფქვილი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 ს.კ. ყაყაჩოს თესლი
  • 400 გრ მოხარშული შესქელებული რძე
  • 150 გრ ბერძნული კაკალი
  • 10 მლ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.

2. კვერცხს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

3. შემდეგ მასას ყაყაჩოს თესლი დაუმატეთ და კარგად მოურიეთ.

4. საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი და ცომი მასში ჩაასხით.

5. შედგით ცომი ღუმელში და გამოაცხვეთ ფენა 15 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.

6. როგორც კი ფენა გამოცხვება, მთელს ზედაპირზე მოხარშული შესქელებული რძე წაუსვით.

7. შემდეგ ფენა 4 თანაბარ ნაწილად გაჭერით და დაჭრილი კაკალი მოაყარეთ.

8. ფენები ერთმანეთზე დაალაგეთ და მაშინვე დააგემოვნეთ.

რამ შეიძლება გამოგისწოროთ ხასიათი უამინდო შემოდგომის დღეებში, თუ არა ფინჯანმა ჩაიმ და ნამცხვრის გემრიელმა ნაჭერმა.

ხშირად გამოაცხვეთ ასეთი დესერტები და გაახარეთ საყვარელი ადამიანები, ჩვენ კი ვეცდებით, ხშირად გაგიზიაროთ საუკეთესო რეცეპტები.