ბრინჯულა – სახელდახელოდ გამომცხვარი, უგემრიელესი გურული ღვეზელი

2567

ბრინჯულა გურული ღვეზელია, რომელსაც სახელდახელოდ აცხობენ ფქვილის, კვერცხისა და ყველის დამატებით. ბრინჯულას მომზადება საკმაოდ მარტივია და იგი ძალიან ნოყიერი საუზმეა. სახელწოდება იმ დროს უკავშირდება, როცა გურიაში ბრინჯულას მოსამზადებლად არა ხორბლის ფქვილი, არამედ დაფქული ბრინჯი გამოიყენებოდა. ამ ღვეზელს ცხლად მიირთმევენ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 350 – 400 გ ფქვილი
  • 1 კგ გახეხილი  ყველი
  • 8 ცალი კვერცხი

მომზადების წესი:

  1. თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მარილი, თანდათან დავუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ძალიან ნაზი, წებოვანი ცომი.
  2. ყველში შევურიოთ კვერცხი და ორად გავყოთ.
  3. როცა ცომი აფუვდება, გავყოთ 2 გუნდად, თითოეული თხლად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე ან საცხობ ტაფაში, ზედ გადავანაწილოთ ყველისა და კვერცხის მასა და გამოვაცხოთ 250 გ გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

თქვენ გიყვართ ბრინჯულა? როგორ ამზადებთ?  გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.