ბრინჯის ტკბილი ფლავი გოგრით, ვაშლით და კომშით

4159

ბრინჯმა საუკუნეების წინ მოაღწია აზიიდან ჩვენამდე და მისგან არაერთი გემრიელი და მრავალფეროვანი კერძი მომზადდა. ბრინჯის ფლავი კი კარგად მოგეხსნებათ როგორი გემრიელი და არომატულია. სწორედ ფლავის ერთ-ერთ განსაკუთრებულ რეცეპტს გთავაზობთ გასტრონომიას რედაქცია. დავიწყოთ:

ინგრედიენტები: 

  • გოგრა – 600 გრამი
  • ბრინჯი – 700 გრამი
  • ვაშლი – 2 ცალი
  • ხილის სიროფი ან თაფლი – 50 გრამი
  • კომში – 2 ცალი
  • ქიშმიში – 100 გრამი
  • ერბო – 100 გრამი
  • შაქარი – 100 გრამი
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. გოგრა, ვაშლი და კომში გავფცქვნათ, გული ამოვაცალოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მივუმატოთ შაქარწყალში დამბალი  ქიშმიში, ერბო და მდუღარეში ამოვლებული ბრინჯი, ყველაფერი ეს მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, დავახუროთ  ხუფი და შევდგათ ცხელ ჰაერღუმელში, სადაც ის თან მოიხარშება და თანაც გამოცხვება.
  2. სუფრაზე მივიტანოთ ხილის სიროფით ან თაფლით.