ბოშური კატლეტი

დაზუსტებით ვერ გეტყვით ნამდვილად ბოშურ სამზარეულოს მიეკუთვნება ეს კონკრეტული რეცეპტი თუ არა, თუმცა დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ამ რეცეპტით კატლეტი ძალიან გემრიელი გამოდის!

ინგრედიენტები

  • 700 გრამი ძროხის ხორცი
  • 1/2 პური
  • 3 საშუალო ზომის ხახვი
  • 2 დიდი კბილი ნიორი
  • 3 საშუალო პომიდორი
  • 1-1 საშუალო ზომის კამა და ოხრახუში
  • 150 მილიგრამი რძე
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი

მომზადების წესი:

1. პური დაჭერით და წყალში ჩაალბეთ
2. ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ, შეანელეთ მარილით, დაუმატეთ პური და რძე და კვლავ აბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
3. მიღებული მასა ფარშში შეურიეთ
4. პომიდორს კანი გააცალეთ (წინასწარ რამდენიმე წამით მდუღარე წყალში გააჩერეთ) და წვრილ კუბებად დაჭერით. მწვანილიც წვრილად დაჭერით და პომიდორს შეურიეთ. ცოტა ხანს გააჩერეთ და გაჩენილი წვენი გადაღვარეთ.

5. პომიდორი ფარშს შეურიეთ. მიღებული მასისგან საშუალო ზომის კატლეტები გაამზადეთ და ზეთწასმულ ჟარუნაზე მოათავსეთ. კერძი 220 გრადუს ტემპერატურაზე 25-30 წუთის განმავლობაში ამზადეთ.

ამ კერძს გარნირად შეგიძლიათ მოთუშული ბოსტნეული ან თქვენი საყვარელი რომელიმე სოუსი შეურჩიოთ.