ბოსტნეულის სამოსა – ცენტრალური აზიის ყველაზე პოპულარული კერძი

2459

სამოსა – შემწვარი ან გამომცხვარი გულსართიანი ცომია. მისი სამშობლო ინდოეთია. ამგვარი სამზარეულო ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში მზადდება.

“გარამ მასალა” – ჰინდიზე “გარამი” ცხარეს ნიშნავს, “მასალა” კი სამხრეთ აზიის ქვეყნებში გავრცელებული განსაკუთრებით ცხარე სანელებლების ნაზავია.

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • 200 გ თეთრი ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, სოდა
  • 1/8 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. ერბო
  • 3 ს.კ. თბილი რძე

გულსართისთვის:

  • 1 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 პამიდორი
  • 2 ს/კ ერბო
  • 1 ს.კ. “გარამ მასალა”
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ. ნედლი კოჭა
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი მწვანე წიწაკა
  • 100 გ გაყინული ბარდა
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 500 მლ  მიწის თხილის ზეთი

მომზადების წესი:  

  1. ცომი: ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი ჯამში გაცერით, შეურიეთ ერბო, საკმაო რაოდენობის რძე და მკვრივი ცომი  მოზილეთ. გადაიტანეთ  ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე. ზილეთ. გააბრტყელეთ, დიდი მართკუთხედის ფორმა მიეცით. დაახლოებით 8X20 სმ ზომის 12 ზოლი გამოჭერით.
  2. გულსართი: კარტოფილის კუბები მდუღარე მარილიან წყალში მოხარშეთ. წყალი გადაუწურეთ. გადადგით.
  3. წვრილად დაჭრილი ხახვი, პამიდორი დიდ ტაფაში საშუალო ცეცხლზე 3-4 წთ შუშეთ, ვიდრე დარბილდება. “გარამ მასალა”, წვრილად დაჭრილი ქინძი, გახეხილი კოჭა, ხმელი წიწაკა და ბარდა დაუმატეთ. შემდეგ – კარტოფილი. კიდევ 5 წთ შუშეთ. მოასხით ლიმონის წვენი.
  4. ცომის თითოეული ზოლის შუაგულში თითო კოვზი გულსართი მოათავსეთ. კულინარიული ფუნჯით კიდეებზე წყალი წაუსვით და ისე გადაკეცეთ, რომ სამკუთხედის ფორმა მიიღოს. კიდეები კარგად დაუტკეპნეთ შესაწებებლად.
  5. ზეთი დიდ, ღრმა ტაფაში დაახლოებით 190 გრადუსზე გააცხელეთ. თუ ზეთის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი არ გაქვთ, პურის პატარა ნაჭერი ცხელ ზეთში ჩააგდეთ, თუ მაშინვე ზედაპირზე ამოტივტივდა, ბუშტუკები გაუჩნდა და ოქროსფრად შეიფერა, შეწვა დაიწყეთ. სამოსები პატარა პატარა ულუფებად შეწვით.
  6. ტაფიდან ბრტყელპირიანი კოვზით ამოიღეთ და ქაღალდის ტილოზე დაწურეთ. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.