ბოსტნეულის ნამცხვარი ღუმელში

1514

თურქეთის სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია. ეს კერძი მთელს თურქეთში და არა მარტო თურქეთში, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჰაეროვანი ნამცხვარი ყველით საკმაოდ ცხარეა. ეს ყველაფერი ჰალაპენიოს წიწაკის დამსახურებაა. ეს კერძი ძლიან უხდება თევზეულს.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 2 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • კვერცხი 4 ცალი
  • ყველი ფეტა 100გ
  • წიწაკა ჰალაპენიო 3 ცალი
  • მწვანე ხახვი 2 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 190მლ
  • რძე 300მლ
  • ხორბლის ფქვილი 450გ
  • ჩედერი 50გ
  • გამაფხვიერებელი 3 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოზვი

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და პომიდორი. დაჭერით წვრილ კუბიკებად. დაჭერით ჰალაპენიო და ხახვი.

2.ათქვიფეთ კვერცხი და მარილი. დაუმატეთ ბოსტნეული, ფეტა, მცენარეული ზეთი და რძე. მოურიეთ.

3.მოაყარეთ ნახევარი ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოურიეთ. დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და ისევ კარგად მოურიეთ.

4.აიღეთ 32სმ დიამეტრის მქონე საცხობი ფორმა. წაუსვით კარაქი და დაასხით ცომი.

5.მოაყარეთ გახეხილი ჩედერი და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 25 წუთი.

თუ თქვენ ჯერ არ გაგისინჯავთ ეს კერძი, მაშინ აუცილებლად უნდა გასინჯოთ. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!