ბოსტნეულთან მოთუშული თევზი – გემრიელი და სასარგებლო ებრაული კერძი

1604

თუ ჯანმრთელობას უფრთხილდებით, ალბათ იცით, რომ კვირაში ორჯერ მაინც თევზის მიღება აუცილებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, თევზი სხვადასხვა რეცეპტით მოამზადოთ, მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს. საბედნიეროდ, არსებობს ებრაული სამზარეულო, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თევზს. შაბათის ებრაული ვახშამი ცნობილი “ფიშის” გარეშე წარმოუდგენელია.

მისი მომზადების უამრავი ხერხი არსებობს. ჩვენი დღევანდელი რეცეპტისთვის თევზი ჭანარი შევარჩიეთ. ბოსტნეულის სახით კი კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი და სტაფილო. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასეთი მარტივი ინგრედიენტებისგან არაფერი განსაკუთრებული არ გამოვა. თუმცა, სცადეთ და თავადვე დარწმუნდებით, როგორი არომატული, გემრიელი და სასარგებლო რამ შეიძლება შედეგად მიიღოთ.

ინგრედიენტები

  • 1 ც ჭანარი
  • 1 ც კარტოფილი
  • 1 ც ჭარხალი
  • 1 ც სტაფილო
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • შავი პილპილის 5 კაკალი

მომზადება

  1. გარეცხეთ, დაასუფთავეთ თევზი, მოაცილეთ თავი და კუდი, დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
  2. გათალეთ ყველა ბოსტნეული და დაჭერით 5 მმ რგოლებად.
  3. ქვაბის ფსკერზე მოათავსეთ ჭარხლის ფენა, მოაყარეთ მარილი შემდეგ თევზი, კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, კვლავ დაუმატეთ მარილი, შემდეგ დაფნის ფოთოლი და პილპილის კაკლები.
  4. დაასხით წყალი ისე რომ ინგრედიენტები სრულად დაფაროს. წამოადუღეთ, დაუმატეთ ზეთი, დააფარეთ და თუშეთ ნელ ცეცხლზე 3-4 სთ.
  5. გააცივეთ კერძი იმავე ჭურჭელში ოთახის ტემპერატურამდე.

თევზი ბოსტნეულით განსაკუთრებით გემრიელია მომდევნო დღეს, როცა მოსასხმელი ბორდოსფერი ხდება, თევზის ძვლები რბილდება და თითქმის შეუმჩნეველია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!