ბლინები ხახვით პიკანტურ სოიოს სოუსში: ერთი ულუფის მომზადებას 2-3 წუთი სჭირდება

1230

რა ვიცით ბლინების შესახებ? თხელია, ხორბლის ფქვილისგან მზადდება და საკმაოდ შრომატევადია. თუმცა, დღეს ჩვენ განსხვავებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც ულუფებად მზადდება ხახვით და ბრინჯის ფქვილით.

ხახვიან ბლინებს შიგთავსი არ სჭირდება, თუმცა მისი გემო დამოკიდებულია საფირმო სოუსზე. მის მოსამზადებლად მინიმალური დროა საჭირო, ეს გახლავთ შესანიშნავი საუზმე ან ვახშამი. გთავაზობთ ორ ადამიანზე გათვლილი ულუფის რეცეპტს, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ისე მოგეწონებათ, ბევრად მეტს მოამზადებთ.

ინგრედიენტები

  • 75 ფრ ხორბლის ფქვილი
  • 75 გრ ბრინჯის ფქვილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 15 გრ ჯანჯაფილი
  • 1 ჩ.კ. ქუნჯუთი
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1 ს.კ. ბრინჯის ძმარი
  • 250 მლ წყალი
  • კაიენური წიწაკა გემოვნებით

შაქარი გემოვნებით

  1. მოამზადეთ ცომი. გაცერით ორივე სახეობის ფქვილი, შეურიეთ, დაუმატეთ კვერცხი, ცივი წყალი, ათქვიფეთ, დაამატეთ ზეთი და კვლავ ათქვიფეთ.
  2. მოამზადეთ სოუსი. მოხალეთ ქუნჯუთი, დაამატეთ სოიოს სოუსი, ბრინჯის ძმარი, კაიენური წიწაკა, შაქარი, მოურიეთ და შეუდექით ბლინების გამოცხობას.
  3. გაახურეთ ბლინების ტაფა, წაუსვით ზეთი. დაჭერით ხახვი და დაყავით 3 ნაწილად. შეწვით ზეთში მესამედი ნაწილი.
  4. დაასხით ცომის მესამედი, დაახურეთ თავსახური და გამოაცხვეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ იგივე დარჩენილ ცომთანაც.
  5. მზა ბლინები გაჭერით 3-4 ნაწილად, გადაიტანეთ თეფშზე და მიირთვით სოუსთან ერთად.

ამ ბლინებს ტყემალიც მოუხდება, მცენარეული ზეთი კი შეგიძლიათ ქუნჯუთის ზეთით ჩაანაცვლოთ. ბრინჯის ფქვილი დიდი ოდენობით სახამებელს შეიცავს, ამიტომ ბლინები ელასტიური გამოდის, ძალიან რბილი ტექსტურით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!