ბებო ორცხობილა “ქრიზანთემას” მთელი ბავშვობა ასე გვიმზადებდა

5577

ბებიაჩემი ამ ორცხობილის ცომს ხორცსაკეპში ატარებდა – მთელი ბავშვობა ასე გვიმზადებდა.

დღეს ერთად მოვამზადებთ ამ საოცარ დესერტს. ეს ტკბილეული ჩემი ბავშვობის ფავორიტია.

ინგრედიენტები

  • 200გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 600გ ფქვილი
  • 1გ ვანილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.ჯამში ათვიფეთ კვერცხი და შაქარი. გაალღვეთ კარაქი.

2.ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ კარაქი და მაიონეზი. კარგად მოურიეთ, მოაყარეთ ფქვილის ნახევარი, ვანილი, გამაფქვიერებილი და მქრილი. მოურიეთ და დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი.

3.მოზილეთ ცომი, დაამრგვალეთ. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური და არაწებვადი. ცომი შეახვიეთ პირსახოცში და მაცივარში შეინახეთ 30 წუთი.

4.მოამზადეთ ხორცსაკეპი. აიღეთ ცომის ნაწილი და მოათავსეთ ხორცსაკეპში, დაატრიალეთ სახელური და ცომი 1,5სმ –  ზე გამოიყვანეთ.

ხელი წაახმარეთ ცომს გამოიყვანეთ 7სმ – მდე და გაჭერით დანით.

5.ორცხობილა მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ქაღალდზე, ცტახანი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

6.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!

ეს ცომი ძალიან სათუთია, ამიტომაც ყველა ის ჭურჭელი, რომელსაც გამოიყენებთ უნდა იყოს იდეალურად სუფთა.

ორცხობილას შეუცვალეთ ფორმა თქვენი გემოვნებით.