ბებიას მომზადებულზე უფრო გემრიელი მარწყვის მურაბა: რეცეპტი, რომელიც მუდამ შედეგს იძლევა

1819

ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება: ვერ ვასწრებთ საყვარელი კენკრით დატკბობას, რომ მისი სეზონი მალევე გადის. წვნიანი ნაყოფებით მაქსიმალურად დასატკბობად, ნუ გადადებთ ბაზარში ვიზიტს და გირჩევთ დროულად მოამზადოთ ზამთრის მარაგი.

ჩვენ დღეს შესანიშნავი მარწყვის მურაბის რეცეპტი მოგიმზადეთ საუცხოო ნოტებით: ლიმონის ცედრით, წვენით და ვანილით. შედეგად კი საუცხოო ტკბილეულობას მიიღებთ, რომლითაც ოჯახის წევრებს გაახარებთ.

ინგრედიენტები

  • 2 კგ მარწყვი
  • 0,75 ჭ შაქარი
  • 1 ც ვანილი
  • 0,25 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 10 გრ ლიმონის ცედრა
  • 0,25 ჭ წყალი

მომზადება 

1. გარეცხეთ მარწყვი, მოაცილეთ ყუნწები და დაჭერით შუაზე. გაჭერით შუაზე ვანილის ჩხირი, მოათალეთ ლიმონს 4 ზოლი ცედრა, დაწურეთ წვენი.

2. მცირე თასში შეურიეთ მარწყვი, შაქარი, მარილი და წყალი. დაუმატეთ ვანილი და ლიმონის ცედრა. ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ მასა, პერიოდულად ურიეთ და ხარშეთ 40-45 წთ.

3. ფრთხილად მოაცილეთ ლიმონის ცედრა და ვანილი, ჩააწურეთ ლიმონის წვენი და მოურიეთ.

გააცივეთ მურაბა და ჩაასხით სტერილურ  ქილებში. შეინახეთ მაცივარში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!