მაღალი ფაფუკი ბისკვიტი სპეციალური საცხობი ფორმის გარეშე

2439

შინ გამომცხვარი ტორტები მუდამ ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ რამდენიმე ფენის გამოცხობა დიდ ძალისხმევას და დროსაც მოითხოვს. სინამდვილეში, შეგიძლიათ გამოაცხოთ მხოლოდ ერთი დიდი ბისკვიტი და შემდეგ გაჭრათ იგი რამდენიმე ფენად.

ასეთი ფენები კარგად ინამება სიროფით ან ლიქიორით. გამოაცხვეთ, წაუსვით საყვარელი კრემი და დატკბით შედეგით.

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 150 გრ შაქარი
  • 150 გრ ფქვილი
  • 5 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი
  • კარაქი გემოვნებით
  • 300 გრ არაჟანი
  • 300 გრ ხაჭოს ყველი
  • შაქრის პუდრი გემოვნებით
  • 30 მლ რძე

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხები შაქართან და მარილთან, სანამ ფაფუკ და სქელ მასას არ მიიღებთ.

2. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოურიეთ ხის კოვზით.

3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი. ფრთხილად ჩაასხით ცომი.

4. შედგით 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. მზა ბისკვიტი გააცივეთ და გაყავით სამ ნაწილად.

5. დანამეთ ფენები რძით. ათქვიფეთ ხაჭოს ყველი და არაჯანი, დაუმატეთ შაქრის პუდრი, მზა კრემი წაუსვით ფენებს და მორთეთ გემოვნებით.

ტორტი ნაზი და უგემრიელესი გამოვა. გამოაცხვეთ ეს არაჩვეულებრივი დესერტი და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!