ბატკნის ხორცისგან მომზადებული უგემრიელესი, ტრადიციული ინდური კერძი

1625

როგან ჯოში – ბატკნის ხორცისგან მომზადებული ტრადიციული კერძია, ჩრდილოეთ კაშმირის რეგიონიდან.

ილი (elettaria candamomum) – ბალახოვანი მცენარე, იზრდება ინდოეთის ნახევარკუნძულზე. თესლს იყენებენ კულინარიაში, მის ზეთს კი კვების მრეწველობაში, მედიცინაში.

კარი – ინდური სანელებელი. კურკუმის, კორიადრის, კარდამონის, კამის, შავი პილპილის, წითელი წიწაკის, ზაფრანის, ქინძის, ძირასა და სხვა 30-მდე ხმელი სანელებლის ნაზავია. კარი ძირითადი კომპონენტია ხორცისა და პარკოსანი კულტურების.

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. ქინძის თესლი
  • 5 ს.კ. ხმელი წიწაკა
  • 4 ს.კ. ერბო
  • 2 შავი და 3 მწვანე ილის თესლი
  • 2 დაფნის  ფოთოლი
  • 2 მიხაკი
  • 1 დარიჩინის ჩხირი
  • 2 ხახვი
  • 2 კგ  ბატკნის მჭლე ხორცი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. კოჭა
  • 1/2 ჩ.კ. რაპსის ზეთი
  • 375 მლ წყალი
  • 1/2 ჩ.კ. კურკუმი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 3 მწიფე პამიდორი
  • 130 მლ იოგურტი (უხილო, უშაქრო)
  • 1 ჩ.კ. “გარამ მასალა”
  • ქინძი

მომზადების წესი:

  1. ქინძის თესლი საშუალო ცეცხლზე 1-2 წთ მოხალეთ. როგორც კი სურნელს იგრძნობთ, დაუმატეთ დაფქული წიწაკა და კიდევ 20 წმ ხალეთ. გადაიტანეთ ქვასანაყში და ისე დანაყეთ, რომ ფხვნილად იქცეს.
  2. ერბოს სქელძირიან დიდ ტაფაში დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ და ილის თესლი, დაფნის ფოთოლი, მიხაკი და დარიჩინი მოშუშეთ.
  3. მათთან ერთად მოშუშეთ დაჭრილი ხახვიც. ცეცხლს აუწიეთ. ბატკნის ხორცი დაუმატეთ. დაბრაწეთ. შეაზავეთ მარილით.
  4. ამასობაში დაჭყლეტილი ნიორი, გახეხილი კოჭა და რაპსის ზეთი მომცრო ჯამში ერთგვაროვან მასად აქციეთ. მოასხით ბატკნის ხორცს, საშუალო ცეცხლზე ურიეთ, რომ კარგად  ამოევლოს და ერთად მოიშუშოს. მოაყარეთ მომზადებული საკაზმები.
  5. დაუმატეთ წყალი, ქვაბს დაახურეთ და 30-40 წთ ადუღეთ, ვიდრე ხორცი მოიხარშება.
  6. შეამოწმეთ – თუ კერძი წყალს დაიშრობს, დაუმატეთ.
  7. შეაზავეთ ხმელი კურკუმით, ქინძით, დაფქული მუსკატის კაკალითა და წიწაკით. კიდევ 15 წუთი შუშეთ.
  8. პამიდორი მსხვილად დაჭერით და კერძს შეურიეთ. შემდეგ – იოგურტი და “გარამ მასალა”. გააგრძელეთ შუშვა 10-15 წთ, პერიოდულად ურიეთ. მორთეთ ქინძით. მიირთვით ცხელი.