ბაჟე – ყველაზე გემრიელი ქართული საწებელი

4439

ბაჟე ქართული ტრადიციული სოუსია, რომელიც ნიგვზით, ნივრითა და სუნელებით მზადდება. ბაჟე საცივის შესანიშნავი ალტერნატივაა. ასე, რომ თამამად შეგიძლიათ მისი მომზადება.

ინგრედიენტები:

  • ნიგოზი – 0,5 კგ
  • ნიორი – 1-2 კბილი
  • მარილი – 1/2 ჩაის კოვზი
  • ხახვი 1 პატარა თავი
  • მიხაკი, დარიჩინი და წითელი წიწაკა დანის წვერით
  • მარილი და ძმარი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორსაკეპში ორჯერ გატარებულ ნიგოზს დავუმატოთ ასევე გატარებული და შემდეგ როდინში დანაყილი ნიორი, წიწაკა, მიხაკ-დარიჩინი, მარილი და ცალკე დანაყილი ხახვი.
  2. ყველაფერი კარგად ავზილოთ ხელით ზეთის გამოსვლამდე. ზეთი შევინახოთ ცალკე.
  3. მოზელილი მასა გავხსნათ წყალში სასურველი სისქის მიღებამდე.
  4. შევაზავოთ ძმრითა და მარილით.
  5. სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვასხათ ნიგვზის ზეთი.