ბანანის ტორტი “პანჩო” – დესერტი, რომელიც დაიპყრობს თქვენ გულს.

879

ჯერ არ მოგიფიქრებიათ, რომელი დესერტით გააოცებთ ოჯახის წევრებს? თქვენ გაგიმართლათ, რომ ჩვენ საიტზე შემოხვდეით, ამიტომაც მოემზადეთ საოცარი დესერტის მოსამზადებლად.

უდიდესი სიამოვნებით გთავაზობთ ტორტი “პანჩოს” რეცეპტს. ამ დესერტის მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს, მაგრამ ეს რეცეპტი საუკეთესოა.

ბანანის ტორტი “პანჩო”

ინგრედიენტები მუქი კორჟისთვის

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი

ინგრედიენტები ღია კორჟისთვის

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 600გ ბანანის იოგურტი
  • 3-4 ბანანი

ინგრედიენტები დეკორისთვის

  • 4 ბანანი
  • 200გ ბანანის იოგურტი
  • 100გ შოკოლადი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • ნიგოზი

მომზადება

1.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.

2.დავიწყოთ ღია ფერის კორჟის მომზადება: ცალკე ჯამში მოათავსეთ კეფირი, შაქარი, ფქვილი, სოდა და კარგად მოურიეთ. ცომი ჩაასხით ფორმაში. მუქი ფერის კორჟიც მზადდება მსგავსად, უბრალოდ უნდა დაუმატოთ კაკაო.

3.გამოაცხვეთ რიგრიგობით დაახლოებით 25 წუთი.

4.მუქი კორჟი გაჭერით შუაზე – ერთი ნაწილი დაჭერით ნაჭრებად.

5.ღია ფერის კორჟი დაჭერით. ღია და მუქი კორჟის ნაწრები მოათავსეთ ცალკე ჯამში.

6.კორჟის ნაჭრებს დაუმატეთ დაჭრილი ბანანი. მოასხით იოგურტი და კარგად მოურიეთ.

7.ტორტის ძირზე მოათავსეთ მიღებული შიგთავსი და მოამრგვალეთ. მოასხით იოგურტი და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

8.გაალღვეთ შოკოლადი მცენარულ ზეთთან ერთად. დდაჭერით ბანანი, მოასხით შოკოლადი და მოათავსეთ ტორტზე. ზემოდან მოასხით დარჩენილი მინანქარი და ნიგოზი.

შეგიძლიათ იოგურტის ნაცვლად გამოიყენოთ არაჟანი და შაქარი.

გემრიელად მიირთვით!