ბანანის ორცხობილა ორი ინგრედიენტისგან

946

მე ამ კერძს ყოველ დილას მივირთმევ, მარტივია და თან უსწრაფესად მზადდება.

ინგრედიენტები

  • ბანანი 2 ცალი
  • მიუსლი 150გ

მომზადება

1.დაჭყლიტეთ ბანანი.

2.დაუმატეთ მიუსლი და კარგად მოურიეთ.

3.გამოსაცხობ ფორმაზე დაალაგეთ ორცხობილები.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!