ბავშვობის გემრიელი დესერტი – ხაჭოს ცხობილა

1168

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 350გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • ხაჭო 400გ
  • შაქარი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილი
  • კარაქი 30გ
  • შაქრის ფხვნილი

  მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო.
  2. დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კვერცხი.
  3. ჩანგლით ათქვიფეთ.
  4. დაუმატეთ გამღვალი კარაქი.
  5. ისევ კარგად მოურიეთ.
  6. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
  7. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი მთავარ მასას.
  8. ცომი გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე.
  9. ხელით დაამუშავეთ და დაამრგვალეთ.
  10. ცომი გაყავით 2 ნაწილად.

11.ცომის ერთი ნაწილი თხლად გააბრტყელეთ.

12.ამოჭერით ორცხობილა.

13.მეორე ნაწილიც გააბრტყელეთ და ანალოგიურად ამოჭერით.

14.მრგვალი ფირფიტები კუთხეებით შეაერთეთ.

15.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით.

16.ცხობილებს წაუსვით კვერცხი.

17.გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!