ბადრიჯნის სალათი ნივრის პურთან

708

ბერძნულ სამზარეულოში ძალიან დაფასებულია ბადრიჯანი. მისგან ამზადებენ უამრავ საოცარ კერძს.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 1კგ
  • ბულგარული წიწაკა 200გ
  • მწვანე ხახვი 2 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში 3 სუფრის კოვზი
  • ნიორი 3 კბილი
  • ძმარი 20მლ
  • ზეითუნის ზეთი 110მლ
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • პური 12 ცალი
  • ბაზილიკი 1 სუფრის კოვზი
  • წითელი დაფქული წიწაკა და ორეგანო გემოვნებით
  • ყველი 50გ
  • ყველი ფეტა გემოვნებით
  • პომიდორი ჩერრი 6 ცალი

მომზადება

1.დაჩხვლიტეთ ბადრიჯანი ჩნგლით და გამოაცხეთ წიწაკასთან ერთად 15 წუთი 200 გრადუსზე.

2.ნიორს დაუმატეთ 50მლ ზეითუნის ზეთი და ძმარი. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ათქვიფეთ ბლენდერით.

3.გათალეთ ბადრიჯანი და დაჭერით კუბიკებად. ამავე მეთოდით დაჭერით წიწაკა და დაუმატეთ ბადრიჯანს. ბოსტნეული გადაურიეთ ხახვს, ოხრახუშს და ნივრის სოუსს.

4.დარჩენილი ნივრის კბილები დააქუცმაცეთ ბლენდერში ბაზილიკთან, ორეგანოსთან. მარილთამ, წიწაკასთან და 60მლ ზეითუნის ზეთთან ერთად.

5.ტოსტებს წაუსვით პიკანტური სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

6.მზა ტოსტს წაუსვით ფეტა, მოაყარეთ პომიდვრის ნაჭრები და ბადრიჯნის სალათთან ერთად მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!