ბადრიჯნის სალათი კორეულად. ძალიან მსუბუქი საგაზაფხულო სალათი, რომელიც შეგიყვარდებათ

4875

დიდსა თუ პატარას, ყველას გვიყვარს სალათები. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებს და ყოველი ორი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. განსხვავებით სხვა მრავალი კერძისგან, ნატურალური ბოსტნეულისგან მომზადებული სხვადასხვა სალათები არა უბრალოდ ძალიან გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის.

წელიწადის იმ დროს, როდესაც ნატურალური პროდუქტები ჭარბობს, აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ შანსით და რეგულარულად გავინებივროთ თავი უგემრიელესი სალათებით. დღევანდელ სტატიაში მე გასწავლით ბადრიჯნის სალათის მომზადების კორეულ რეცეპტს. ეს საგაზაფხულო, ძალიან მსუბუქი და გემრიელი სალათი აუცილებლად შეგიყვარდებათ და დაგემოვნების შემდეგ, პირობას გაძლევთ, მას კიდევ არაერთხელ მოამზადებთ.

ბადრიჯნის სალათი კორეულად

ინგრედიენტები:

  • 3-4 ცალი საშ. ზომის ბადრიჯანი
  • 2-3 ცალი სტაფილო
  • მწვანე ბულგარული წიწაკა
  • წითელი ბულგარული წიწაკა
  • მწვანე წიწაკა
  • ქინძი და ოხრახუში
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • მარილი
  • სეზამი

მომზადება:

  1. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კარგად უნდა გავრეცხოთ ბოსტნეული და შემდეგ შევუდგეთ მათ დაჭრას.
  2. ბადრიჯანი გაჭერით შუაზე და დაჭერით საშუალო სისქის ჩხირებად. მოათავსეთ ისინი თასში და მოაყარეთ მარილი, რათა სიმწარე გაუვიდეს. ამოურიეთ, ქვაბს ზემოდან დააფარეთ თეფში და დაასვენეთ დაახლოებით 30 წუთით.
  3. სანამ ბადრიჯანი ისვენებს, შეუდექით პატარა ზომის ჩხირებად მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკის დაჭრას. რა თქმა უნდა, მათ უნდა ამოაცალოთ გული.
  4. გასათლელის მეშვეობით ჭამოჭერით კარგად სტაფილო და შემდეგ დანის გამოყენებით დაჭერით თხლად. თქვენ უნდა მიიღოთ მოგრძო ფორმის, ძალიან თხელი და წვრილი ნაჭრები.
  5. დაჭერით ხახვი და ნიორი წვრილად.
  6. დასვენებული ბადრიჯანი კარგად გაწურეთ ხელით, რათა ზედმეტი წვენისგან დაიცალოს და შემდეგ შეწვით ორივე მხრიდან ტაფაზე. შეწმვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწუროს.
  7. იმავე ცხიმში მოთუშეთ ხახვი ისე, რომ შეიფეროს ოქროსფრად. მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკაც, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ოდნავ მოთუშოთ.
  8. დიდი ზომის ღრმა თასში მოათავსეთ ჩხირებად დაჭრილი და კარგად შემწვარი ბადრიჯანი, დაამატეთ ოდნავ მოთუშული ან ნედლი ბულგარული წიწაკა, ნედლი სტაფილო, მოთუშული ხახვი და ნიორი, კარგად ამოურიეთ.
  9. დანით დაკეპეთ მწვანილები და მწვანე წიწაკა, ჩაამატეთ ისინი სალათში და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  10. მზა სალათს მოაყარეთ შაქარი მოცემული რაოდენობით, მარილი და სეზამის დაფქული თესლი თქვენი გემოვნების მიხედვით და დაასხით ძმარი. კვლავ კარგად გადაურიეთ.
  11. ბადრიჯნის ძალიან გემრიელი სალათი მზად არის!

როდესაც ამ სალათს დააგემოვნებთ, პირობას გაძლევთ, ის აუცილებლად შეგიყვარდებათ და კიდევ არაერთხელ მოამზადებთ.