ბადრიჯანი ფარშით თურქულად. კერძი, რომელიც დაიპყრობს თქვენ გულს

1340

თურქული სამზარეულო მთელს მსოფლიოში ცნობილია მისი არომატული და გემრიელი კერძებით. დღეს ჩვენ ამ სამზარეულოს ერთ-ერთ საუკეთესო კერძს მოვამზადებთ – ბადრიჩანი ფარშით თურქულად. ეს კერძი იდეალურია მთელი ოჯახის დასანაყრებლად.

გამომცხვარი ბადრიჩანი ფარშით

არომატული, წვნიანი, ნაზი და უგემრიელესი ბადრიჯანი თურქულად!

ინგრედიენტები

  • 3 ბადრიჯანი
  • 400გ ფარში
  • 1 ხახვი
  • 2 პომიდორი
  • 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გმოვნებით
  • მწიკვი გამომშრალი პიტნა
  • მწიკვი გამომშრალი ორეგანო
  • 3 ღერი ოხრახუში
  • 2 ღერო მწვანე ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ ბადრიჯანი და დაჭერით 1-1,5სმ ნაჭრებად.

2.მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 20 წუთი, რათა გამოყოს წვენი. გადაასხით სითხე და ბადრიჯანი გაამშრალეთ ხელსახოცით.

3.დააქუცმაცეთ ხახვი. ნახევარი დაუმატეთ ფარშს, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4.ახლა კი მოვამზადოთ სოუსი. ამისათვის ნახევარი ხახვი მოათუშეთ მცენარეულ ზეთში 3 წუთი.

5.გაჭერით პომიდორი, მოასხით ცხელი წყალი, მოაშორეთ ქერქი. პომიდორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად.

6.ტაფაზე არსებულ ხახვს დაუმატეთ პომიდორი და წიწაკა. მოთუშეთ ბოსტნეული დამატებით 7 წუთი, მოასხით პომიდვრის წვენი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და წამოადუღეთ.

7.დაუმატეთ პიტნა და დაჭრილი მწვანილი, მოთუშეთ კიდევ 3 წუთი.

8.ჭურჭელი დაამუშავეთ ზეთით, ჩააწყვეთ ბადრიჯნის და ფარშის ფენები რიგრიგობით.

9.მოასხით სოუსი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.

10.გამოიტანეთ ღუმელიდან, მოაყარეთ ნიორი და წიწაკა.

ეს კერძი ძალიან უხდება ბრინჯს, კარტოფილს და მაკარონს.

გემრიელად მიირთვით!