ბადრიჯანი ატრიით – უგემრიელესი ვეგეტარიანული კერძი

1419

ეს უგემრიელესი ვეგეტარიანული კერძია. თუმცა, შეგიძლიათ იგი აზიური სადილის ნაწილად აქციოთ – სუფრაზე თევზის ან ხორცის კერძებთან ერთად მიიტანოთ.

ინგრედიენტები:

  • 350 გ ატრია რამენი
  • 90 მლ (6 ს.კ.) მიწის თხილის ზეთი
  • 1 წითელი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 წითელი წიწაკა
  • 8 ბადრიჯანი
  • 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 2 ს.კ. სოიის ღია საწებელი
  • 2 ს.კ. თევზის საწებელი
  • 2 ს.კ. ხამანწკის საწებელი
  • 1 ჩ.კ. აზიური სეზამის ზეთი
  • 1 ს.კ. ტაილანდური თევზის საწებელი
  • 2 მწვანე ხახვი

მომზადების წესი:

  1. ატრია პაკეტზე მითითებული  წესით მოამზადეთ.
  2. 2 ს.კ. ზეთი დიდ ვოკში ან ტაფაზე გააცხელეთ. მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი.  განუწყვეტლივ ურიეთ. გადაიღეთ ტაფიდან და ცალკე შეინახეთ.
  3. მაღალ ცეცხლზე ირიბად კანიანად დაჭრილი ბადრიჯანი ულუფად შეწვით, განუწყვეტლივ ურიეთ. ოქროსფრად რომ დაიბრაწება, ესეც გადაიღეთ.
  4. დარჩენილი 2 ს.კ. ზეთი ვოკში ჩაასხით, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და დაახლოებით 3 წთ შუშეთ, ვიდრე შაქარი კარამელისებური კონსისტენციის გახდება. დაუმატეთ თევზის, სოიისა და ხამანწკების საწებელი, სეზამის ზეთი და ურიეთ, ვიდრე ყველაფერი კარგად გაცხელდება.
  5. ვოკში ჩააბრუნეთ ხახვიანი მასა და ბადრიჯანი, დაუმატეთ ატრია და მძლავრად შეანჯღრიეთ. მოაყარეთ მწვანე ხახვის დაჭრილი თეთრი თავები და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!