აჯაფსანდალი – ყველა დროის უგემრიელესი კერძი!

3684

თითქოს ყველამ იცის ამ ტრადიციული კერძის მომზადება. თუმცა ახლა გთავაზობთ, მოამზადოთ აჯაფსანდალი ჩვენთან ერთად. მადისაღმძვრელი სურნელი, ყველას სამზარეულოში იტრიალებს.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 1 კგ
  • პამიდორი 800 გ
  • მწვანე ლობიო 300 გ
  • კარტოფილი 300 გ
  • ხახვი 2-3 თავი
  • ნიორი 3-5 კბილი
  • ზეთი 4-5 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში, ქინძი, შაშკვლამი ან რეჰანი, ქონდარი 30-30 გ
  • მწვანე წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი გავრეცხოთ, მოვაცილოთ ყუნწები და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.
  2. პამიდორს დავასხათ ცხელი წყალი, დავაყოვნოთ 10-15 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ, გავაცალოთ კანი, დავჭრათ და მოვჭყლიტოთ.
  3. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ. მწვანე ლობიო დავტეხოთ.ხახვი დავჭრათ წვრილად.
  4. ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ გამზადებული პროდუქტები, ნიორი და დაჭრილი მწვანილი, მოვურიოთ კარგად და მოვხარშოთ.
  5. როცა კერძი მზად იქნება დავუმატოთ მწვანე წიწაკა და მარილი.